keti adeishvili - 29 მარტი, 2011 - 17:29
სტატია ძალიან კარგია, მაგრამ ფოტომ მომკლა და გამათავა! :))
irakli - 28 მარტი, 2011 - 00:21
ია ლინკი, ბოლოდან მეორე აბზაცი.
ზუსტი თარიღიც ალბათ წინასწარ გაცხადდება ბლოგზე.
http://vinoge.com/samzareulo/Tevzi/Rvino-da-Tevzi
keti adeishvili - 27 მარტი, 2011 - 11:43
ორიგინალური გადაწყვეტილებაა - საქართველოში გამარჯვებას აღნიშნავენ და აღნიშვნა ღვინის გარეშე არ არსებობს! :))))
გილოცავთ ყველას, როგორც იქნა ვეღირსეთ!
მალხაზ ხარბედია - 27 მარტი, 2011 - 00:09
keti adeishvili - 26 მარტი, 2011 - 11:44
მიხარია, რომ სტატია მოგწონთ. :) თაფლი ნამდვილად გამომრჩენია, ესე, ეგ ბერძნებსაც აქვთ ნახსენები. მე რატომღაც მაინც მგონია, რომ ბაქლავა ბერძნული წარმოშობისაა. მისი მთავარი ინგრედიენტი და უნიკალური მიგნება ცომია და ცომს ბერძნული დასახელება აქვს.:) ისე, აჭარულს მართლა არაფერი ჯობია, საუკეთესოა ნამდვილად! თან, კარგი კარაქით გაკეთებული ბაქლავა....
დანარჩენი ვარიანტები უფრო მკვეთრი არომატისაა და ეს სიმკვეთრე ამძიმებს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
საინტერესოა, როდის არის ნეტა ზუსტად დაგეგმილი ეგ ღონისძიება.
irakli - 25 მარტი, 2011 - 20:15
გემრიელი სტატიაა ძაან, აი ისეთი, ნერწყვი რომ მოგადგება. მაგრამ ერთმა ნიუანსმა უკმარისობის განცდა დამიტოვა: სტატიის დასაწყისში საუბარია საქართველოში (აჭარაში)ბაქლავის გავრცელების წყაროებზე,– ოსმალეთზე, იგივე თურქეთზე, თუმცა არაფერია ნათქვამი თავად თურქულ ბაქლავის დამახასიათებელ და ექსკლუზიურ ნიშანზე – თურქული ბაქლავის აუცილებელი ინგრიდიენტი თაფლია. შორს წასვლა და საზღვრის გადაკვეთა რომ არ დაგჭირდეთ, აქვე, მარჯანიშვილზე , ნებისმიერ თურქულ რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ციცქნა ნაჭრებად დანაწევრებული თაფლიანი თურქული ბაქლავა.
მე მაინც აჭარული ბაქლავა მირჩევნია ყველას. უბრალად კლასიკაა და იმიტომ.
ავტორთან მექნება ერთი თხოვნა – იქნებ ირანული ტკბილიულის შესახებ შემოგვთავაზოს სტატია.
ბლოგის მკითხველებს ვთხოვ მხარდაჭერას ამ ინიციატივაში:)::)
ბოლოს კი კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ქეთის.
პ.ს. ბლოგზე ერთ–ერთ სტატიაში წავიკითხე, რომ ღვინის კლუბი ზაფხულში, ბათუმში გეგმავს ღვინის და თევზის ფესტივალის. და აი აქვე ღვინის კლუბის იმ ფესტივალზე დამსწრე ყველა წევრს ვეპატიჟები ნამდვილ აჭარულ ბაქლავაზე (After party რეჟიმში). :)::):
იმედია მალხაზი არ გაგვინაწყენდება. ის ჩვენი საპატიო სტუმარი იქნება!!!
davidtsin - 24 მარტი, 2011 - 19:40
გოგოლაძის ეს სტატია წარმოადგენს როგორც ჟურნალისტიკის პრინციპების (ობიექტივიზმის და მიუკერძოებლობის) სულ უგულვებელყოფას, ასევე ენათმეცნიერული კვლევის პროფანაციას და აბუჩად აგდებას.
1. გოგოლაძე წერს რომ - ,,შესაძლოა, ლინგვისტურ-ენთამეცნიერულ ლაბირინთებში დიდად გზაგაკვალული და მეშანდლე არ გახლდეთ" - და მაინც განაგრძობს ,,თამადის" ეტიმოლოგიის (სრულიად აბსურდული სახის) კვლევას და იძლევა თავის დასკვნებს. თუ ადამიანმა არ იცის ,,ლინგვისტურ-ენთამეცნიერული" ანალიზი მაშინ არც უნდა გაკადნიერდეს და ამ საკითხში გაუთვიცნობიერებულ საზოგადოებას თავს არ უნდა მოახვიოს თავისი აზრები. (ხომ შესაძლებელია რომ იგი არსწორი აღმოჩნდეს? და ვინმე რატომ უნდა დარჩეს მოტყუებული?)
2. სტატიის კონცეფცია და შინაარსობრივი სტრუქტურა მეტყველებს იმაზე რომ გოგოლაძის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს (დაუსაბუთებელი)და მისთვის აპრიორი აზრი რომ სიტყვა ,,თამადა" არ წარმოადგენს ქართულ კულტურულ ფენომენს და სტატია მხოლოდ ამ ,,თეორიის" დასამტკიცებლად არის დაწერილი და არა სიტყვის ეტიმოლოგიის გამოსარკვევად. გამოდის რომ გოგოლაძემ სტატია იმიტომ დაწერა რომ მას აღიზიანებს ზოგიერთი ადამიანი(რომელიც შესაძლოა ასევე არამეცნიერულად)ამტკიცებს რომ სიტყვა ,,თამადა" არის ქართული. შემდეგ სტატიაში იმის დასამტკიცებლად რომ ,,თამადა" ქართული სიტყვა არ არის გოლიაძეს მოჰყავს ასევე არაფრისმთქმელი ფრაზა- რომ ეგვიპტეში არსებობს დასახლება “ბირ-თამადა”, რაც სულ არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ ფაქტს რომ ეს სიტყვა ,,ქართული" არ არის. უფრო მეტიც, ვინმესთვის ეს ფაქტი შეიძლება პირიქითაც ,,თამადის" ქართულობაზე მეტყველებდეს - ჯერ ერთი თუ გოგოლაძემ ღრმად იცნობს ქართველურ კულტურულ ფენომენს (ისტორიას) მაშინ სრულებით არ არის გამორიცხული რომ სიტყვა ,,თამადა" ქართველური კულტურიდან იყოს გასულიყო ეგვიპტეში (მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და არც ის ვიცით თუ რომელი პერიოდიდან არსებობს სახელი “ბირ-თამადა”).
ნუთუ შეუძლებელია რომ ასეთი უძველესი კულტურული ტრადიიციის აღმნიშვნელი სიტყვა ქართველურიდან შესულიყო სხვა ენებში (სადაც ამგვარი ტრადიცია არც გააჩნდათ და არც ქართველური კულტურის მსგავს ღვინის და სუფრის კულტურას იცნობდნენ?). თუ ქართველური ,,ღვინო" (van, vain, вино)შევიდა მსოფლიოს ენებში და მეტალების აღმნშვნელი სახელებიც ქართველური ენებიდან შეითვისეს სხვა ენებმა (როგორც ამას გერმანელი და სხვა ენათმეცნიერები ამტკიცებენ) რატომ არ შეიძლება ,,თამადა" გასულიყო საზღვრებს გარეთ.
3. და ბოლოს ყველაზე მარტივი და აშკარა ფაქტია ის რომ თვითონ სიტყვა ,,თამადის" ფუძეში ფიგურირებს სიტყვა ,,მადა" რაც დაკავშირებულია ,,სუფრასთან" და ,,კვებასთან", რაც ალბათ მეტყველებს ამ სიტყვის ქართველურ წარმოშობაზე. ამიტომ გოგოლაძემ პირველ ყოვლისა საზოგადოება ჯერ იმაში უნდა დაარწმუნოს რომ არც სიტყვა ,,მადა" არის ქართველური.
ყველას კი ჯობია სანამ რაიმეს ვიტყვით და გამოვიტანთ საზოგადოების სამსჯავროზე, ჯერ ღრმად შევისწავლოთ ეს საკითხი.
პატივისცემით: დავით ცინცაძე.
Anonymous - 24 მარტი, 2011 - 17:46
ხინკალო კარგო საჭმელო რად არ მოდიხარ ჩვენსაო, გადმოგიღებდი თეფშზედა ჩაგაცურებდი ყელსაო, მერმე ლუდს დავაყოლებდი გავიგრილებდი პირსაო.
keti adeishvili - 23 მარტი, 2011 - 17:50
ბუნუელი ყველაფერში რომ ბუნიელია რა :)))
keti adeishvili - 23 მარტი, 2011 - 17:43
4 ს.კ. სქელი ნაღები დაჭირდება დაახლოებით.