Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარნების მონაწილეობის პირობები 2025 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე

10 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2025“-ში მონაწილე საოჯახო მარნები ტრადიციულად, დეგუსტაციის წესით შეირჩევიან.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა საოჯახო მარნებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 7 მარტიდან 12 აპრილამდე.

„ღვინის კლუბის“ სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან საუკეთესო ღვინოებს შეარჩევს, რომლებიც ფესტივალზე დაიშვება.

სადეგუსტაციოდ და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2024 წლის მოსავლის ახალი ღვინოები.

ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის ფასიანია. ერთი ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 20 ლარს.

სადეგუსტაციო ნიმუშების საფასურის გადახდა ღვინის კლუბის ანგარიშზე მოხდება: ს.ს. „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE66TB1144536080100002, ააიპ ღვინის კლუბი.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლი), შევსებული ანკეტა და სადეგუსტაციო ნიმუშის გადახდის ქვითარი.

მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 10 დღით ადრე.

ფესტივალზე გასული წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა მინიმუმ 20 ლიტრს შეადგენს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტითა და გადახდის ქვითრით წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45, სართული 12, ღვინის კლუბი.

მობ.: +995 598 30 86 88; E-mail: info@wineclub.ge

ნიმუშები ყოველ სამუშაო დღეს მიიღება, 11:00-დან 18:00-მდე.

ნიმუშების მიღება 7 მარტიდან დაიწყება!

ანკეტა გადმოწერეთ აქედან

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული