Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სად და რა ფასად შეგვიძლია შევიძინოთ ვაზის ნერგები

ლევან სეფისკვერაძე

საქართველოს მევენახეობაზე დაკვირვებულ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ავტორებს, შენიშნული აქვთ, რომ ქართველ მეურნეს წესად ჰქონდა საკარმიდამო მამულში არა ერთი, არამედ რამდენიმე ჯიშის ვენახის გაშენება იმ ვარაუდით, რომ თუ უამინდობა ან მავნებელი ერთი ჯიშის ვაზს დააზიანებდა, სხვა ჯიში გადარჩებოდა და ოჯახი სულ უღვინოდ არ დარჩებოდა, რაც ყოველთვის დიდ დანაკლისად აღიქმებოდა.

ბუნებრივია, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, ქართველ გლეხს ორიენტაცია ყველაზე გამოცდილ და მისადაგებულ ჯიშებზე ჰქონდა აღებული. ზოგადად კი ვაზის ჯიშების გამოყვანაში სიახლის გრძნობა და შეჯვარების უდიდესი ენთუზიაზმი მას არასდროს და უკარგავს. თუმცა, დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც მევენახე და ვაზის ჯიშების გამომყვანი, სრულიად სხვადასხვა ადამიანები არიან და მევენახეები ვაზის ნერგებს როგორც წესი სანერგეებში ყიდულობენ.

უკანასკნელ წლებში მევენახეობითა და მეღვინეობით დაინტერესებული ადამიანები ვენახებს საქართველოს მევენახეობით ცნობილ თითქმის ყველა კუთხეში აშენებენ. ხშირია ექსპერიმენტებიც, როდესაც ერთი რეგიონის აბორიგენულ ჯიშებს სულ სხვა მხარეში აშენებენ და უნდა ითქვას, რომ  ასეთი მცდელობები საკმაოდ საინტერესო შედგებითაც მთავრდება ხოლმე.

აჭარა და ლეჩხუმი

როდესაც საქართველოში ვენახის გაშენებას გადაწყვეტენ, საძირეს ძირითადად ყიდულობენ კახეთში და მისი ფასი დაახლოებით 2-2,5 ლარია (საუბარია რქაწითელის სტანდარტულ ნერგზე). თუმცა, მკვეთრი სხვაობაა სანერგეების მიერ დაწესებულ ფასებს შორის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მაგალითად, ტვიშში (ლეჩხუმი) არის საძირე მეურნეობა, სადაც სერტიფიცირებული (გარანტიით) მაღალხარისხიანი საძირეების შეძენა არის შესაძლებელი, თუმცა მისი ფასი 7-8 ლ ფარგლებშია. მენერგეების განმარტებით, მაღალი ფასი გამოწვეულია იმით, რომ საძირე იმპორტირებულია აშშ-დან და ევროპიდან და ვაზი უფრო გამძლეა და შედარებით ნაკლებ შეწამლას საჭიროებს. რაჭაში ამჟამად ვაზის სანერგე სამწუხაროდ არ ფუნქციონირებს და რაჭველ მევენახეებს ნერგების შესაძენად ლეჩხუმში ან იმერეთში უწევთ წასვლა.

აჭარაში, ბათუმსა და ხელვაჩაურში ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი სანერგეები, სადაც უკვე ხუთ წელზე მეტია შესაძლებელია როგორც ზოგადად დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშები (ცოლიკოური, ციცქა და ჩხავერი) ასევე საკუთრივ აჭარული ვაზის ნერგების შეძენაც. აჭარულ სანერგეებში ერთი ძირი ჩხავერის ნერგის ფასი 3 ლარიდან იწყება, ერთი ძირი ძველი აჭარული საღვინე ვაზის ჯიშის, საწურის ნერგის ფასი კი 5 ლარია.

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ღვინის კლუბის ხელშეწყობით, ორგანიზაცია CENN-მა ქედას მუნიცილიტეტის სოფელ მერისში მეწყერისგან მოსახლეობის დაცის მიზნით მცირე პროექტი განახორციელა და მოსახლეობას ჩხავერის ნერგები დაურიგა. ამჟამად ამ ნერგებისგან მერისელებს უკვე საკუთარი მცირე ვენახები აქვთ და ორმა მევენახემ მენერგეობასაც მოჰკიდა ხელი. მერისში გამოყვანილი ჩხავერის ნერგების ფასი 2.5 ლარია.

სამეგრელო და გურია

სამეგრელსა და გურიაში ვაზის ნერგების გამოყვანის ტრადიცია უკანასკნელ წლებში კვლავ იღვიძებს. მაგალითად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სალხინოსა და თარგამეულში უკვე გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წინასწარი შეკვეთის შემთხვეაში მეგრული ოჯალეშის ნერგებს დაახლოებით სამ ლარად გამოიყვანენ. გურიაში საკუთრივ  ვაზის მყნობაზე სპეციალიზებულ მერნერგეებს ვერა, თუმცა ხეხილის გამომყვან სპეციალისტებს ნამდვილად შეხვდებით და მაგალითად, სოფელ ბახვში ერთ ძირ ორწლიან ჩხავერს 2 ლარად შეიძენთ.

იმერეთი

იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საკუთრივ ქალაქი თერჯოლა და სოფელი ღვანკითი ითვლება იქაური მენერგეობის უმთავრეს კერად. დღეს ამ მხარეში ვაზის ნერგების გამოყვანით კერძო ოჯახებია დაკავებული. დაახლოებით 50 ოჯახი მუშაობს აღნიშნულ საქმეზე. შარშან თერჯოლაში ციცქა და კრახუნა 2.5 ლარი ღირდა, წელს კი უკვე 3 ფასი და 4 ლარია (გააჩნია ხარისხს). ოცხანური საფერეს ნერგები თერჯოლაში 5 ლარი ღირს, სხვა იშვიათი იმერული ვაზის ჯიშების შოვნა კი დღეს სამწუხაროდ შეუძლებელია და მევენახეებს საკუთარი ძალებით უწევთ კვირტების მოძიება და მყნობა.

ქართლი

ქართლში ყველასთვის კარგად ცნობილი სოფელ ჯიღაურას (მცხეთის მუნიციპალიტეტი) სანერგე მეურნეობა მდებარეობს, რომელიც წლების მანძილზე კერძო მფლობელობაში იყო. ამჟამად იგი სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯიღაურას ნერგების ფასი საკმაოდ ძვირია და 4 ლარიდან იწყება. ჯიღაურას ეროვნულ სანერგე მეურნეობას ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების კუთხით ანალოგი არ ყავს და მევენახეებს იშვიათი ვაზის ჯიშების მოძიება სწორედ ამ სანერგეში შეუძლიათ.

ქართლში ჯიღაურას სანერგეს გარდა, მცხეთაში და კასპში რამდენიმე ახალშექმნლი კერძო სანერგეცაა, სადაც  ქართლური ვაზის ნერგები შედარებით იაფად იშოვება. მაგალითად, სოფელ ოკამში, ცნობილ მყნობელ ოჯახ ნავროზაშვილებთან ძირი ერთწლიანი ჩინურის ნერგის შეძენა წელს 2.5 და 3 ლარადაა შესაძლებელი. ანალოგიური ფასი ღირს გორული მწვანეს ნერგიც, თუმცა გორული მწვანის შეძენა მხოლოდ წინასწარი შეკვეთის შემთხვევაშია შესაძლებელი. ასევე წინასწარი შეკვეთაა საჭირო წითელყურძიანი ქართლური ვაზის ნერგების - შავკაპიტოსა და თავკვერის შესაძენად.

კახეთი

კახეთში როგორც ყურძნის მოსავლისა და შესაბმისად დაწურული ღვინის რაოდენობის მხრივ, სანერგეების კუთხითაც ლიდერია. კახეთის პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში ნახავთ ე.წ. მყნობელ ოჯახებს, რომლებიც მასობრივად ცნობილი საფერავისა და რქაწითელის ნერგების გარდა უკვე ქისს, ხიხვს და მწვანე კახურსაც ყიდიან. თუმცა, ხშირად ფასების კუთხით ამ სანერგეებში დიდი განსხვავებაა.

მაგალითად, თელავის სოფელ კისისხევში რქაწითლის ერთი ძირი ნერგის შეძენა 1.5 ლარადაა შესაძლებელი მაშინ, როდესაც ყვარელის მუნციპლიტეტის სოფელ ჭიკაანში კარგ ნერგს 2 ლარზე ნაკლებ ვერ იშოვით. დიდი მოთხვნაა საფერავის ნერგებზე. მენერგეობით განთქმულ სოფელ კონდოლში (თელავის მუნიციპალიტეტი) ნერგები ძირითადად წინასწარი შეკვეთის პირობით იყიდება და საფერავს 2.5 ლარად, რქაწითელს  კი 2 ლარად იყიდით.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არგოხსა და მაღრაანში ბოლო ორი წელია რაც რამდენიმე ოჯახმა მენერგეობას მიჰყო ხელი და ძირითადად ქისისა და ხიხვის ნერგები გამოყავთ. ამ ნერგების ფასი ხარისხის მიხედვით 2.5-3 ლარია. ასევე ამზადებენ მწვანე კახურის ნერგებსაც, რომელზე მოთხოვნაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა.

მწვანე კახურის, საფერავის და რქაწითელის ნერგებს ყიდიან ქალაქ ახმეტაშიც და მათი ფასი 2 ლარიდან იწყება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ამ კუთხით მოიკოჭლებს და იქაურ მევენახეებს ნერგები უმეტესად გურჯაანის მცირე სანერგეებიდან მიქვთ, ანდა სოფელ მანავში მდებარე საოჯახო სანერგეში მიდიან, სადაც ერთი ძირი რქაწითელი 3 ლარი ღირს, რაც გლეხისა და მცირე მარნებისათვის ზედმეტად ძვირი ფასია.

ისევე როგორც ქართლში, კახეთშიც იშვიათი ჯიშებით დაინტერესების შემთხვევაში, მენერგეებთან ვაზის ახლადაჭრილი კვირტები თავად მევენახეებს მიაქვთ (ან თავად ამყნობენ) ესეც წინასწარი გარიგებით ხდება იმ შემთხვევაში, თუ მენერგეებს სხვა დიდი შეკვეთები არა აქვთ. ამგვარად დამყნობილი ძირების ფასი პირველ რიგში ცხადია მოლაპარაკებაზეა და დაახლოებით 1 ლარიდან იწყება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ჯიღაურა ყიდის ვაზის ნერგებს? აღარ ყიდდნენ შარშან... იცით, ვის უნდ ამიმართოს ადამიანმა, საიტი თუ აქვთ, ან საკონტაქტო პირი ვინმე?


ჯიღაურაში წელსაც და შარშანაც დავრეკე და ნერგებს აღარ ვყიდითო მითხრეს. მუხრანში კი ბატონო წინასწარ უნდა შეუკვეთოთ და ჯიღაურადან აიღებენ კვირტს სხვლის დროს, ბესო ჩერქეზიშვილია აგრონომი და მუხრანში უნდა მიაკითხოთ ნერგებს


სოფელ ოკამში არის ლექსო ჩიტაშვილი რომელსაც აქვს ვაზის ხარისხიანი ნერგი.აქვს საღვინე და სასუფრე ჯიშები.ქართული და უცხოური ვაზის ნერგები,1.ჩინური,2.გორული 3.მწვანე,4.ბუდეშური,5.შავკაპიტო,6.თავკვერი,7.ალადასტური(მოლდავურა),8.კარდინალი,9.კრიმსონ სიდლესი,10.რედ გლობი,11.თითა,12.უწამლი რქაწითელი.


მინდა ჩინური და გორული მწვანე - რა ღირს?


იმერეთის ზონა გორა-ზეინდარი-სალომინაო/ ამ ზონისათვის ცოლკაურის ნერგი 2000 ძირი (ხარისხიანი) ნერგი/ სუფრის მაღალი ხარისხის 500 ცალი ნერგი/ მაღალი წარმადობის ჯიში/// ტტ/ 599519996 რეზო სანიკიძე


კახეთში,სოფელ ვეჯინში სანერგე მეურნეობა,გამოგვყავს ნებისმიერი ჯიშის ვაზი ხელშეკრულებით.დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.598969095


კახეთში,სოფელ ვეჯინში სანერგე მეურნეობა,გამოგვყავს ნებისმიერი ჯიშის ვაზი ხელშეკრულებით.დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.598969095


მაინტერესებს თუ გაქვთ ან თუ შეგიძლიათ^ გამოიყვანოთ საქიშმიშე და სასუფრე ვაზის ნერგები?


ბატონო ბესო გამარჯობა.მე თქვენთან შევიძინე ვაზის კარდინალის ნერგი .როგორც ვხედავ ივარგა იმერეთში და მაქვს სურვილი შევიძინო კიდევ 150 ძირი.ბესო მოკითხვა მამათქვენს "ლავაშებიანი კლიენტისგან." 599 630 430


ლექსო ჩიტაშვილის საკონტაქტო ნომერს ვერ მომწერთ? ალადასტურის კარგი ნერგი მინდა თუ აქვს


გამარჯობა, ვეძებ და შევიძენ კაჭიჭის ნერგებს 555400090


სად შეილება ვიყიდო უსახელოურის ნერგი და რა ფასად?


სად შეიძლება ვიყიდო უსახელაურის ნერგები

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.