აღმოსავლეთ სასექსში, სადაც უკვე ხუთი ათწლეულის განმავლობაში ღვინის ინდუსტრია სწრაფ რევოლუციურ ძვრებს განიცდის, პიტერ ჰოლი მიმდინარე პროცესების სათავეში დგას. პიტერ ჰოლი ცნობილი მეღვინე და Breaky Bottom-ის დამფუძნებელია, რომლის პორტრეტიც 2025 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ფოტოდ იქცა.
ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯონ უაიანდმა მეორე ადგილი მოიპოვა Errazuriz Wine Photographer of the Year-ის People კატეგორიაში — ეს არის Pink Lady Food Photographer of the Year-ის კატეგორია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ ფოტო-კონკურსად ითვლება. გამარჯვებული ფოტო გადაღებულია ჰოლის უძველეს მარანში, Breaky Bottom-ში.
პიტერ ჰოლის ფოტოსურათი მხოლოდ პორტრეტი არ არის — ეს არის ვიზუალური ბიოგრაფია. კადრში ჰოლი მისთვის ჩვეულ მდგომარეობაშია: ღვინის მარნის შუაგულში, უძველეს კედლებს შორის, ადამიანი, რომელიც ღვინოს ცხოვრებად აქცევს და პირიქით.
1974 წელს, როდესაც ინგლისში ვენახის გაშენება თითქმის წარმოუდგენლად ითვლებოდა, ჰოლმა გაბედა და სამხრეთ ინგლისში ვაზი დარგო. ჰოლის დამოკიდებულება ღვინისადმი ყოველთვის ავთენტურობას ეფუძნებოდა. იგი ეუბნებოდა ყველას: „ყველაფერი ვენახიდან იწყება. თუ ყურძენი კარგია, დანარჩენი თავისით მოვა.“
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი