გამოქვეყნებულია: 18 თებერვალი, 2025 - 23:58
სტილი: ქვევრის ქარვისფერი ღვინო
ადგილი: კახეთი, თელავი, კურდღელაური
ჯიში: მწვანე კახური
ალკოჰოლი: 14%
ფერი: ქარვისფერი
სურნელი: მოტკბო პირველი არომატები აქვს, სადაც გოზინაყის, ბადაგის, წაბლის თაფლისა და თეთრი ბლის მურაბის ტონებს ამოიცნობთ.
გემო: მხურვალე, ძლიერი ღვინოა, მაღალი ალკოჰოლითა და მძლავრი ტანინებით, ხანგრძლივი დაბოლოებით.
კერძი: საუკეთესოა ხაშლამაზე მისაყოლებლად, ჩაქაფულისთვის, ღორის მწვადთან.
მიტანის ტემპერატურა: 12–14°С
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი