Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა განსხვავებაა ღვინის ჭიქებს შორის

თუ ოდესმე ღვინის ჭიქის ყიდვა დაგჭირვებიათ, მაშინ ისიც გეცოდინებთ, რომ ერთი შეხედვით აუარებელ ვარიანტებს შორის დამაბნეველიც კია არჩევანის გაკეთება. არსებობს სხვადასხვა ფორმის ჭიქები ღვინის სხვადასხვა კატეგორიისთვის, ცქრიალა ღვინისთვის, სპეციალურად წითელისა ან თეთრისთვის და ა.შ. 

სტატიაში სხვადასხვა სომელიეს რჩევებს ვკითხულობთ ღვინის ჭიქის ტიპების შესახებ. როგორც ექსპერტი კარა ფლაერტი ამობს, ეს სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ღვინის მოყვარული ადამიანი ხართ: “თუ თქვენ ღვინო ძალიან გაინტერესებთ და მისი ნიუანსების გაშიფვრაც საინტერესოა თქვენთვის, მაშინ საკმაოდ დიდი მნიშვნელოიბა აქვს იმას, თუ რას - რა ჭიქიდან მიირთმევთ”.  ერიკა ტეიოლორი კი, სომელიე, მიიჩნევს, რომ ჭურჭელი ეხმარება ადამიანს სრულად განიცადოს სასმელი. სწორი ჭიქით კი სრული სიამოვნების მიღება უფრო მეტად შესაძლებელია. 

ღვინის ჭიქის თითოეულ ტიპს განსხვავებული ფორმა აქვს სხვადასხვა სტილის ღვინის გემოსა და არომატების გამოსავლენად. დავიწყოთ მარტივი, ძირითადი განსხვავებებით თეთრისა და წითელი ღვინის ჭიქებს შორის: “თეთრ ღვინის ჭიქებს უფრო პატარა “თასი” აქვს, რაც მიზნად ისახავს შეინარჩუნოს არომატი და სიგრილე, ასევე ხაზს უსვამს მის მჟავიანობასაც.” - აღნიშნავს ტეილორი.წითელი ღვინის ჭიქებს კი უფრო ფართო მოცულობა აქვთ, რათა მეტი ჰაერი იყოს ღვინოსთან კონტაქტში არომატების უფრო მძაფრად გამოსახატავად და ასევე მაღალალკოჰოლურობის აღქმის შესამცირებლად” - ვკითხულობთ სტატიაში. წითელი და თეთრი ღვინის ჭიქების გარდა კიდევ რამდენიმე ტიპის ღვინის ჭიქაც არსებობს:

უნივერსალური ღვინის ჭიქა

 

ასეთი ფორმის ჭიქა ყველა ტიპის ღვინისთვის გადმოდგება. თუ თქვენ ეძებთ ფორმას, რომელიც ყველა სტილის ღვინოს მოუხდება, ეს საკმაოდ კარგი არჩევანია. შესანიშნავია თეთრი ღვინოებისთვის, თუმცა წითლისთვისაც გამოდგება.

ბურგუნდიული ფორმა

მათ უფრო დიდი, ფართო “თასი” აქვთ, ვიდრე, მაგალითად, ბორდოს ღვინის ჭიქებს. ის, რომ კედლები ბოლოსკენ ვიწროვდება ადამიანს საშუალებას აძლევს უფრო დელიკატური და დახვეწილი არომატები შეამჩნიოს. ასეთი ტიპის ჭიქა უხდება Gamay-სა და Pinot Noir-ს. 

Bordeaux Glass

ეს ჭიქა ბურგუნდიულს ჰგავს, თუმცა მისგან განსხვავებით უფრო ვიწრო ფორმა აქვს. კარგი არჩევანია სრული, სხეულიანი წითელი ღვინოებისთვის, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი და მერლო. 

შამპანურის ჭიქა

მაღალი და ვიწრო ჭიქა სადღესასწაულოა და ნებისმიერი ტიპის ცქრიალა ღვინისთვის ძალიან კარგია. ვიწრო და წაგრძელებული ფორმა გეხმარებათ ღვინის სასიამოვნო ბუშტუკების შენარჩუნებაში, თუმცა ასეთ შემთხვევაში არომატების გაგება ცოტა რთულია. “ბუშტუკების” შესანარჩუნებლად და ღვინის არომატების გასაგებად ტეილორი რეკომენდაციას უწევს “ტიტის” (tulip-shaped) ფორმის ჭიქას, რომელიც არომატებსაც უფრო მეტად შეინარჩუნებს და ბუშტულებსაც. 

Stemless Wine Glass 

ასეთი ფორმის ჭიქა ზოგიერთისთვის საკმაოდ მისაღებია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ფორმის ჭიქაში ღვინი უფრო მალე თბება, რაც არომატებს ძალიან ცვლის. თუ ამ ჭიქით თეთრ ღვინოს მიირთმევთ, ისე გათბება სითხე, რომ აუცილებლად მოგინდებათ ყინული დამატება, რომელიც გემოსა და არომატებს კიდევ უფრო შეცვლის. სტატიას სრულად  შეგიძლიათ Huffpost-ის გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული