21 ივნისს 12:00-დან 19:00სთ-მდე “ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალზე გიწვევთ. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
ტრაციდიულად, ცქრიალა ღვინის ფესტივალი მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართება.
მთაწმინდაზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, სადაც მეღვინე-მევენახეები იქ მყოფებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. გასინჯავთ ცქრიალა ღვინის სხვადასხვა კატეგორიებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.
როგორც ყოველთვის, ფესტივალის კარი ყველასთვის ღიაა!
მარნებმა და კომპანიებმა რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 ივნისი (ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება).
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი