Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მომავლის სასმელი”

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა დევიდ ნატმა განაცხადა, რომ ალკოჰოლის უნიკალურ შემცვლელს მიაკვლია და მისი ეს აღმოჩენა დიდ გარდატეხას მოახდენს როგორც სპირტიანი სასმელების წარმოებაში, ისე ჯანდაცვის სფეროში. ნატის გამოგონება ადამიანს ათრობს, მაგრამ ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ამ სასმლის დალევის შემდეგ ადამიანს ნაბახუსევის სიმპტომებიც კი არ აწუხებს.

პროფესორი ნატი ბრიტანეთში განსაკუთრებით პოპულარული 2009 წელს გახდა, როდესაც განაცხადა, რომ მარიხუანა, ექსტაზი და LSD სპირტიან სასმელსა და სიგარეტზე ნაკლები ზიანის მომტანია. ამ განცხადების შემდეგ პროფესორი სამკურნალო პრეპარატების მთავარი სახელმწიფო კონსულტანტის თანამდებობიდანაც კი გაათავისუფლეს.

რაც შეეხება სიახლეს, დევიდ ნატი განმარტავს, რომ ცდებისას მან საოცარი ქიმიური ნაერთი აღმოაჩინა. ეს ნაერთი ტვინის იმ ნაწილზე ახდენს ზემოქმედებას, რომელიც ალკოჰოლისაგან მიღებულ სიამოვნებას აღიქვამს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ნაერთი არ ეხება ტვინის იმ ნაწილს, რომლის დაზიანებაც იწვევს ალკოჰოლიზმსა და აგრესიას.

ბრიტანელი პროფესორის თქმით, ეს ნივთიერება შეიძლება დაემატოს ნებისმიერ უალკოჰოლო კოქტეილს და ბარებში გაიყიდოს. ახალაღმოჩენილი “სასმელი” ეთანოლს არ შეიცავს, ამიტომ ის არ დააავადებს არც გულს, არც ღვიძლს, არც კუჭს და არც სხვა ორგანოებს, რომლებიც ალკოჰოლის ხშირი მიღების შედეგად ზიანდება ხოლმე. ამ ახალი გამოგონების წყალობით ნაბახუსევის თანამდევი მოვლენებიც წარსულს ჩაბარდება.

გარდა ამ ღირსებებისა, ნივთიერებას კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი აქვს – ადამიანს შეუძლია ეს ახალი სასმელი ნებისმიერი რაოდენობით დალიოს, მაგრამ როგორც კი გამოფხიზლება მოუნდება, მის ანტიდოტს მიირთმევს და რამდენიმე წუთში სრულიად საღი გონება დაუბრუნდება. ბატონი ნატის თქმით, “ანტიდოტს კარგი შედეგი აქვს. მე თავად დავლიე კოქტეილი, შემდეგ ანტიდოტი მივაყოლე და ხუთ წუთში ლექციაც ჩავატარე.”

პროფესორი ნატი გვარწმუნებს, რომ მისი გამოგონება დიდ გარდატეხას გამოიწვევს ჯანდაცვის სფეროსა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში. ეს იქნება დაახლოებით ისეთივე სიახლე, რაც ელექტრო სიგარეტი მწეველთათვის.

ახლა მეცნიერის მთავარი საზრუნავი, პროექტის დამფინანსებლების მოძიებაა. მან ხელისუფლებასაც კი მიმართა, განცხადება გააკეთონ, რომ სპირტიანი სასმელების ამ ნივთიერებით ჩანაცვლება უკანონობად არ ჩაითვლება. 

თუმცა კრიტიკოსები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლური სასმელების ბაზრის “მოთამაშეები” ამ წამოწყებით დიდად არ აღფრთოვანდებიან. ამიტომ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რომ პროექტი შეაჩერონ და პროფესორს იდეის განხორციელებაში ხელი შეუშალონ.

გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც უბრალოდ მოსწონთ ლუდის ან ღვინის გემო, ამიტომ მათთვის მიუღებელი იქნება  “მომავლის სასმელი”. ზოგი კი სამართლიანად ეჭვობს, რომ ძალიან ბევრს (მაგალითად, სასმლის მოყვარულ მძღოლებს) შეიძლება ანტიდოტის დროულად დალევაც კი დაავიწყდეს, რაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.

© ღვინის კლუბი/Weekend



Imedi maqvs finansebs moidziebs, ketili ziebi daafinanseben :) :) :)


Amas unda ecinaagmdegebode da ertsqesianta ,,kavshirs,, akanonebde, araa?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული