Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავის ორმაგი ოქრო International Wine Challenge–ზე

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსმა International Wine Challenge ქართულ ღვინოს ე.წ. "ტროფეის“ ჯილდო მიანიჭა, რაც ყველაზე მაღალ შეფასებად ითვლება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღვინის კომპანია შუმის ღვინოს, „საფერავი, ილერკო 2012“ არა მხოლოდ ტროფეის, არამედ Georgian Red Trophy-ს ჯილდო გადაეცა. ტროფეის ეს კატეგორია, „საუკეთესო ქართული“ აქამდე ამ კონკურსის ფარგლებში არ არსებობდა და შესაბამისად ეს ფაქტი ორმაგად სასიხარულოა. 

ეს ინფორმაცია ასოციაცია "ქართულმა ღვინომ“ მოგვაწოდა, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ შუმის ღვინოს „ილერკო 2012“- ს ტროფეისთან ერთად ოქროს მედალიც გადაეცა. 

კონკურსში ქართული ღვინის ცალკე კატეგორიად დამატება მნიშვნელოვანი მოვლენა და ქართული ღვინის დიდ წარმატებასა და აღიარებაზე მიუთითებს. ტროფეი, კონკურსის უმაღლესი ჯილდოა და არცერთ ქართულ ღვინოს ის აქამდე არ ჰქონია მიღებული. კომპანიას ასეთი წარმატება უკვე მრავალმა ღვინის მაგისტრებმა მოულოცა. მათ ეს ღვინო, საქართველოში მოგზაურობისას დააგემოვნეს და შეაფასეს.  

IWC ერთერთი ყველაზე პრესტიჟული, ყოველწლიური ღვინის ბრიტანული კონკურსია. შედეგების გამოცხადება ხდება ლონდონის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. ყოველწლიურად მასში მონაწილეობას იღებს ათასობით პროდუქტი მთელი მსოფლიოდან. ასოციაციის ინფორმაციით, წელს კონკურსში 34-მა ქართულმა პროდუქტმა მიიღო ჯილდო, მათ შორის:

• 15 მოწონებული

• 11 ბრინჯაო

• 7 ვერცხლი

• 1 ოქრო

• 1 ტროფეი

სულ ჯილდო მიიღო 9 ქართულმა კომპანიამ. მათ შორის უმაღლესი ღვინის კომპანია "შუმმა“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.