Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელთა ოპტიმიზმი

კალიფორნიაში გამართული სიმპოზიუმის – Unified Wine & Grape Symposium მონაწილეთა უმრავლესობა 2011 წელს იმედიანად უყურებს. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, პირველ რიგში, გასული წლის შედეგების შეჯამება იძლევა. სპეციალისტები თვლიან, რომ ღვინის წარმოება სწორი მიმართულებით ვითარდება. 2010 წელს შეფუთული პროდუქტების კატეგორიაში ღვინომ, ზრდის ტემპის მიხედვით, მესამე ადგილი დაიკავა. შარშან ამერიკის შეერთებულ შტატებში 278 მილიონი კეისი ღვინო გაიყიდა, რაც 2009 წლის მონაცემებთან შედარებით 5 მილიონი კეისით მეტია. როგორც ჩანს, მომხმარებლებმაც მეტი ფული დახარჯეს, რადგან 20 დოლარზე მეტი ღირებულების ღვინის ფასი შარშან, წლის მეორე ნახევარში, 12%-ით გაიზარდა. იმატა ალტერნატიული შეფუთვით გამოტანილი ღვინის გაყიდვებმაც. სამლიტრიან ტარაში ჩამოსხმული პროდუქციის რეალიზაცია 14,9%-ით, ხოლო წვენების მსგავსად, პაკეტებში ჩამოსხმული ღვინის გაყიდვები 23%-ით გაიზარდა. სიმპოზიუმზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ კრიზისი თანდათან წარსულს ბარდება და სიტუაცია ბაზარზე, მართალია, ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც უკეთესობისკენ მიდის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული