Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს გასტრონომიური გზამკვლევი - National Geographic-ის რჩეული რესტორნები და მეღვინეობები

ქართული გულუხვი სული ყველა კერძს საფუძვლად უდევს, რთველის დროს მსუბუქ ხემსსაც და რესტორნის სუფრასაც. აქ საჭმელი განსაკუთრებული სიყვრულით მზადდება, სურნელოვანი ხორციანი კერძები, კაშკაშა და ხალისიანი სალათები, ფხალეულობა. ერთი სიტყვით, საქართველოს აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ გასტრონომიულ თავგადასავალს ეძებთ.” - ასე იწყება National Geographic-ის სტატია, რომელიც ქართულ ღვინოს, ვაზის ჯიშებსა და ქართულ სამზარეულოს ეძღვნება.

ვაზის ჯიშების მიმოხილვის შემდეგ სტატიაში რჩეული მეღვინეობების შესახებ წერენ. პირველად მკითხველს “გიუაანის” მეღვინეობას აცნობენ. “აქ თქვენ შეგიძლიათ ქართული და ევროპული სტილის ღვინოები შეადაროთ ერთმანეთს. ღვინის საკმაოდ დიდ მრავალფეროვნებას აღმოაჩენთ გიუაანში, აწარმოებენ, მაგალითად, ხიხვს, კლასიკურ მშრალ ქარვის ღვინოს (ასევე ცნობილს, როგორც ნარინჯისფერ ღვინოს) და განსაკუთრებულ როზეს, რომელიც კაბერნე სოვინიონისა და თავკვერის ნაზავია.

ღვინის უფრო საინტერესო გამოცდილებისთვის მკითხველს “ყვარლის ღვინის გვირაბის” სტუმრობას ურჩევს, სადაც “მეღვინეობა ხარებას” მარანი და ვენახებია. 

შემდეგ ხვანჭკარას შესახებ გვიამბობენ, რომელიც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშისგან მზადდება. საუბრობს “როიალ ხვანჭკარაზეც”: “სტალინმა ღვინო ჩამოართვა ყიფიანების ოჯახს, რათა მასობრივად დაემზადებინა და ამ დროს ღვინის ხარისხიც დაიკარგა. დღეს კი “როიალ ხვანჭკარამ” ყიფიანის მეღვინეობის მემკვიდრეობა დაიბრუნა” - წერს ავტორი. 

რჩეულ კაფეებსა და რესტორნებზეც წერს, მათ შორის არის “კაფე ლიტერა”, რომელსაც შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე ხელმღვანელობს: “აქ გასინჯავთ კლასიკური ქართული კერძების განახლებულ, გათანამედროვებულ ვარიანტებს”. რჩეულ კერძებსაც აცნობს მკითხველს, პიტნის წვნიანს, ლეღვის კარპაჩოს თუშური გუდის ყველითა და ხბოს ტარტარს ადგილობრივი ტრუფელით.

სტატიაში ქუთაისზეც საუბრობენ და რესტორან “დოლზეც” წერენ, რომელიც მე-20 საუკუნის ლიტერატურული კაფის ასოციაციას იწვევს. აქ დაგხვდებათ ფხალის ასორტი, რომელიც ავტორის რჩეულია და გიორგი ანდღულაძის მიერ ინტერპრეტირებული ქართული სხვა კერძები.

სტატიაში მეგრულ “დიარონსაც” შეხვდებით, სადაც კვირის უმეტეს დღეებში ცოცხალი მუსიკა ჟღერს. შავი ზღვის სანაპიროზე კი, ბათუმში “oval-ს” ურჩევს ავტორი მკითხველს, გურამ ბაღდოშვილის განსაკუთრებულ კერძებსა და აჭარული ხაჭაპურის საინტერესო ვერსიას. სტატიას გაეცანით national Geographic-ის გვერდზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული