გამოქვეყნებულია: 13 ივლისი, 2010 - 13:48

საჭირო მასალა ორი ულუფისთვის: 1 ცალი პატარა ანანასი, 1 ს.კ. შაქარი, 100 მლ. ანანასის წვენი, 200 მლ. დაბალპროცენტიანი ნაღები.
მომზადება: ანანასი გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავაყაროთ შაქარი, დავასხათ ანანასის წვენი, მოვხარშოთ და შემდეგ გავაციოთ. გაციებული ანანასის მასა დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ნაღები და გადავანაწილოთ ჭიქებში.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი