Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხორციანი რაგუ ქოთანში

საჭირო მასალა: 1 კგ საქონლის ხორცი, 1-2 ს.კ. ძროხის ქონი ან კარაქი, 3 თავი ხახვი, 1 ცალი მოზრდილი ყაბაყი, 3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, 600 გ კანგაცლილი პამიდორი, 1 ჩ.კ. შაქარი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 კონა ნიახური, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა კამა, მარილი, წითელი წიწაკა – გემვნებით.

მომზადება: ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. საშუალო ზომის კუბებად დავჭრათ ყაბაყი და კარტოფილი. ზემოხსენებულ პროდუქტებს შევურიოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, სანელებლები და მსუბუქად დაჭყლეტილი პამიდორი.  ქოთანში ჩავდოთ ცხიმი, ზედ მოვათავსოთ არეული ინგრედიენტები, დავახუროთ სახურავი და შევდგათ საშუალოდ გახურებულ ღუმელში. ხანდახან ღუმელი გამოვხსნათ, თუ კერძმა წვენი დაიშრო, დავუმატოთ ცოტა წყალი. ვამზადოთ მანამ, სანამ ხორცი და კარტოფილი არ დარბილდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული