მეცნიერებმა შექმნეს ფორმულა, რომელიც სასმლით მაქსიმალურად ტკბობაში დაგვეხმარება - მოცემულ შემთხვევაში საუბარია ლუდზე. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ გარემოზე, სადაც ლუდის დალევას აპირებთ. მნიშვნელოვანია, იყოს სასიამოვნო მუსიკა, კარგი საჭმელი, ბევრი თანამეინახე და სხვა ფაქტორებიც. საუკეთესო ფორმულა ასე გამოიყურება: E = - (0.62T2 + 39.2W2 + 62.4P2) + (21.8T + 184.4W + 395.4P + 94.5M - 90.25V) + 50(S + F + 6.4), რაც ცოტა დამაბნეველია, მაგრამ მისი ძირითადი არსი ასე იშიფრება - რაც მეტია E(enjoyment – გართობა), მით მეტია ლუდისგან მიღებული სიამოვნება. ამ რთული ფორმულის მისაღებად მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა კუთხეში რამდენიმე ათასი ლუდის მსმელი გამოკითხეს. მეცნიერებს აინტერესებდათ მხოლოდ ერთი რამ – როგორ გარემოში მოსწონთ ადამიანებს ლუდის დალევა.
ფორმულის დეტალიზება ასეთია - T ნიშნავს ტემპერატურას იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც ლუდს ვსვამთ. ეს შეიძლება იყოს პაბი, ქუჩა, სახლი და სხვ. W აღნიშნავს იმას, თუ რამდენად გვეჩქარება ლუდის დალევის შემდეგ სამსახურში, Pკი თანამეინახეთა რაოდენობაზე მიანიშნებს. M განწყობაა, რომლითაც კათხა ლუდს მივუჯექით, V გართობის თანმხლებ მუსიკას, S მისაყოლებელს, Fკი – საკვებს, მის ხელმისწვდომობასა და რაოდენობას აღნიშნავს. ამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის სხვადასხვა კუთხეში ლუდის დალევას სხვადასხვა გარემოებაში ამჯობინებენ. დოქტორ დევიდ ლუისის თქმით, რომელიც ლუდის მოცემული ფორმულის შედგენით იყო დაკავებული, შოტლანდიელები იმდენად მკაცრები არიან, რომ ურჩევნიათ დალევის დროს ტემპერატურა ნულს ქვემოთ იყოს - ამის შესახებ რეგიონის ყოველმა მეათე მცხოვრებმა განაცხადა. ცენტრალურ ინგლისში დალევა სამუშაო დღეებში, ლანჩის დროს უყვართ - ასეთი ტრადიციის შესახებ გამოკითხულთა 14%-მა განაცხადა, ყველაზე მოქეიფე ბიჭები კი უელსში ცხოვრობენ – გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა თქვა, რომ დალევა მრავალრიცხოვან კამპანიაში ურჩევნია. უელსელთა 8%-ს მხოლოდ ერთ მეწყვილესთან მოწონს ლუდის დალევა, ხოლო ისეთი უელსელი, რომელიც მარტო სვამს, როგორც აღმოჩნდა, ბუნებაში არ არსებობს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი