Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გვალვის გამო Tobermory Distillery მუშაობას წყვეტს

შოტლანდიური ვისკის ერთ-ერთი უძველესი სახდელი  Tobermory Distillery, რომელიც 1798 წელს დაარსდა, არსებობის განმავლობაში უკვე მეორედ წყვეტს ფუნქციონირებას. ამის მიზეზი კი წყლის სიმცირე გახდა - სახდელი ჰებრიდის კუნძულებზეა გაშენებული და ტბის წყლით მარაგდება. გასული წლის მსგავსად, წლევანდელი წლის მარტშიც ჩვეულებრივზე 5-ჯერ ნაკლები ნალექი მოვიდა, რამაც ტბის დაშრობა გამოიწვია. მართალია, კუნძულებზე შარშანაც იყო გვალვა, მაგრამ გვიან გაზაფხულზე მოსულმა უხვმა ნალექმა ტბა ისევ შეავსო და წარმოება არ შეფერხებულა. წელს კი მეტეოროლოგები უფრო ხანგრძლივ გვალვას წინასწარმეტყველებენ. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის მიუხედავად, წარმოებისთვის სხვა წყალს მაინც არ გამოიყენებენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული