Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინით შესრულებული ნახატები

ესპანეთში, ქალაქ კარტახენაში მდებარე მუზეუმ Centro Cultural Ramon Alonso Luzzy-ში გამოფენილია ნახატები, რომლებიც არა საღებავით, არამედ ღვინით არის შესრულებული.

საინტერესოა, რომ ეს ორიგინალური ექსპოზიცია ყოველწლიურად იმართება სამხატვრო ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ხელოვნებისა და ღვინის შერწყმას ეძღვნება.

ღვინო, რომლითაც ნახატები უნდა დახატულიყო, ცხადია, თავადაც საგანგებოდ შეიქმნა. ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ღვინო-საღებავი უფრო სქელი და ბლანტია.

დამთვალიერებლები აღფრთოვანებულები არიან, რადგან საღებავად გამოყენებული ღვინო საოცარ სურნელს აფრქვევს და თავად ნახატებიც, ძირითადად, ღვინის თემატიკას ეძღვნება.

დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ 20 მხატვრის მიერ შექმნილი ამ საუცხოო ნახატებით 18 თებერვლამდე დატკბნენ.   

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული