Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ატენის ტერასები - მცირე მარნების ანთოლოგია (131)

- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

- მეღვინეობა 2010 წელს დავიწყე და ტერასებზე ეტაპობრივად ვაშენებდით ვენახებს. ჩვენი მიზანი ახლაც და მაშინაც ერთი იყო, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ღვინო. ტერასებზე ვენახების გაშენება დიდ შრომასა და ამავდროულად, დიდ ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ ბიო წარმოება გვაქვს, არ ვიყენებთ შხამ-ქიმიკატებს, რაც უფრო მეტად ზრდის ვენახის დაავადებებს. ერთი შეცდომაც საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე, რომ მთელი წლის შრომა წყალში ჩაიყაროს და ყურძენი გაგიფუჭდეს.  მე, როგორც მევენახე-მეღვინე, ყოველ ვაზს ვუვლი, ვეფერები, რომ მარნამდე საუკეთესო ყურძენი მივიტანოთ და შემდგომ დიდებული ღვინო ვაწარმოოთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ყოველწლიურად უფრო უკეთ გამოგვდის და მაღალ ხარისხსაც ვაღწევთ. ბიო წარმოება და ტერასული მეურნეობა დიდ შრომას მოითხოვს, ვინაიდან, ვენახს ტექნიკით ვერ ამუშავებ, შედეგის მისაღებად დიდი ადამიანური რესურსი გჭირდება.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?

- ჩვენ გაშენებული გვაქვს ქართლის ჯიშები - ჩინური, გორული მწვანე, მუხამწვანე, შავკაპიტო, დანახარული, თავკვერი, ბუდეშური, საფერავი. განსაკუთრებით გამოვარჩევდი შავკაპიტოსა და გორულ მწვანეს.  ამ ჯიშებთან დიდი შრომა გჭირდება, რომ მაღალი ხარისხის ღვინო მიიღო. ამჯერად ვაწარმოებთ ატენურს, გორულ მწვანეს, შავკაპიტოსა და ხიდისთაურს.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ადგილობრივ ბაზარზე ბევრი სირთულეა, ჩვენ ჯერ ვაცნობთ მოსახლეობას ჩვენს მეღვინეობას.  ღვინის ბევრმა მოყვარულმა არ იცის, რა დიდებულ ღვინოებსაც ვაწარმოებთ.  ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ბევრმა ისიც არ იცის ბიო წარმოება რას ნიშნავს, თუმცა ეტაპობრივად ჩვენი გაყიდვები იზრდება, ამაში კი ფესტივალებში მონაწილეობა გვეხმარება, რადგან ეს ჩვენს ცნობადობას ზრდის.

- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?

- ჩვენ ამ ეტაპზე ქვევრები არ გვაქვს, ღვინოს ვაყენებთ ევროპული მეთოდით, უჟანგავ ცისტერნებში, თუმცა ვგეგმავთ, რომ მომავალში ტრადიციულ ჭურჭელშიც დავაყენოთ ღვინო.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- უპირველესად, ჩვენი მიზანი და გეგმაა, რომ ავაშენოთ მარანი. ამასთან, მინდა, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში განვვითარდე და უფრო მეტი ცოდნა შევიძინო, რათა ყოველწლიურად ერთმანეთზე უკეთესი ღვინოების დაყენება შევძლოთ. როდესაც ფესტივალებში ვმონაწილეობთ და საპრიზო ადგილებს ვიღებთ, ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვეტყოდი, რომ პირველ რიგში, რასაც აკეთებ, ის საქმე უნდა გიყვარდეს და გსიამოვნებდეს. ყოველთვის უნდა იფიქრო განვითარებასა და მეტი ცოდნის მიღებაზე შენს საქმიანობასთან დაკავშირებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული