Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ღვინის კლუბი" მევენახეობაში ახალ გამოგონებას გაეცნო

1 ივნისს "ღვინის კლუბის" წევრმა დარეჯან გველესიანმა თანაკლუბელებს თავისი გამოგონება – ვაზის ნამყენების მიღების ხერხი "გველესიანი" გააცნო. მისი თქმით, ამ გამოგონების დანერგვა მევენახეობაში გადატრიალების ტოლფასი იქნება.
"ვაზის ნერგის გამოყვანა სათბურში დიდ შრომასთან და თანხებთან არის დაკავშირებული. ზრდის გაძლიერება-დაჩქარების მიზნით ხშირად ქიმიურ პრეპარატებსაც იყენებენ. ყველა ცნობილი ხერხისგან განსხვავებით, ჩემს მიერ დაპატენტებული ტექნოლოგია - მყნობის ახალი მეთოდი, პრინციპულად განსხვავდება თავისი სიახლით: სათბური საჭირო აღარ არის, დამყნილი მასალა (საძირე და სანამყენე) პირდაპირ ნიადაგში გადაგვაქვს, ეკოლოგიურად სუფთა ვაზის ნერგის გამოსავლიანობა კი 90% აღწევს. ეს მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი გამოსავლიანობა ვაზის ნერგის სანერგეში შეადგენს 75% და ამასაც ერთეული კომპანიები აღწევენ. შესაბამისად, ახალი ხერხით გამოყვანილი ვაზის ნერგების თვითღირებულება საგრძნობლად დაბალია", _ განაცხადა დარეჯან გველესიანმა.
გამოგონების ავტორის ინფორმაციით, ახალი ხერხის გამოყენების უპირატესობა ისიცაა, რომ საშუალებას იძლევა ვაზის ნამყენის გამოყვანა მოხდეს იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც ვენახის გაშენება იგეგმება. ვაზის ნერგები თავიდანვე ადაპტირებულია ნიადაგთან, რაზეც იგეგმება ვენახის გაშენება. უსათბუროდ გამოყვანილი ნამყენების შეხორცება, მათი ბუნებრივ პირობებში აღზრდის გამო, ნორმალურად და თანამიმდევრულად მიმდინარეობს. საძირის დაფესვიანების პროცესიც თანმიმდევრულია. ამგვარად განვითარებული ფესვები დაუბრკოლებრივ განაგრძობენ გაძლიერებას. სანამყენოს კვირტი ერთბაშად არ იძვრება და ნამყენის განვითარების სხვა პროცესებთან ერთად შეწყობილად იწყებს ზრდას. ყოველივე ამის შედეგად, თავიდანვე ბუნებრივ პირობებში მოქცეული ნამყენების შეზრდის პროცესი უფრო სრულყოფილია და მათი შემდგომი განვითარებაც ნორმალურია.
ახალი ხერხით ერთ ჰექტარზე შესაძლებელია გამოვიყვანოთ 180 000 ვაზის ნერგი (დარგვის სიხშირე 0.1 X 0.5 მ). დამყნილი მასალის დარგვა უნდა მოხდეს 25 მარტიდან 10 მაისამდე, შემოდგომაზე კი ნერგი უკვე მზად არის დასარგავად ვენახის გასაშენებლად განკუთვნილ ნაკვეთზე.
ახალი ტექნოლოგიის დანერგვაში დარეჯან გველესიანს ეხმარებიან ცნობილი სპეციალისტები - მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის თანამშრომლები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი და ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან უჯმაჯურიძე. მათთან ერთად ვაზის ნამყენის გამოყვანის ხერხი 2008 წელს აპრობირებულია ქართლის ზონაში (სოფ. ქანდა, სოფ. მუხრანი).
"გველესიანი" ინტელექტუალურ გამოგონებათა მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) უმაღლესი კატეგორიის გამოგონებად აღიარა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" მიერ გამოგონებაზე გაცემულია პატენტი # 3912.

©ღვინის კლუბი/vinoge.com
 


სად შეიძლება ამ ნერგების შეძენა?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული