Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არგენტინული ვენახები მენდოსას რეგიონში საფრთხის ქვეშაა

Decanter მენდოსას რეგიონის საფრთხეებსა და მოსალოდნელ საშიშროებაზე წერს. როგორც ვკითხულობთ, ადრეული ცნობებით ამ რეგიონში ყინვა მოულოდნელი იყო, ტემპერატურა უჩვეულოდ დაეცა: “ჩვენ 10 000 ჰექტარ დაზიანებულ ვენახებზე ვსაუბრობთ”. - განაცხადა მენდოსას სახელმწიფო მდივანმა სერჯო მორალეხომ გასულ კვირას.

მენდოსას რეგიონალურმა მთავრობამ სოფლის მეურნებობის საგანგებო მდგომარეობა  გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცა 30-31 ოქტომბერს. ყინვამ დააზარალა ვალე დე უკო (Vaslle de Uco), ალტამირა, კუიო, მენდოსას აღმოსავლეთ და სამრეთ ნაწილი. 

როგორც Decanter წერს, ვენახები პატაგონიასა და სალტაშიც დაზარალდა. რეგიონული ხელისუფლების შეფასებით, მთლიანობაში ყინვამ მთელი მენდოსას 50% - 75%-ზე მოახდინა გავლენა, ბევრმა მწარმოებელმა მთელი წლევანდელი მოსავალი დაკარგა: “ეს იყო “შავი ყინვა”, რომელიც გამოწვეული იყო არასეზონური პოლარული ბიძგებით. მე არასოდეს მინახავს ნოემბრის პირველ რიცხვებში -4 გრადუსი ტემპერატურა. აღმოსავლეთ მენდოსაში ალტამირასა და უკო ველის ნაწილებში მწარმოებლების უმეტესობამ ვენახების 80%-90% დაკარგა.” - აღნიშნავს ედუარდო სოლერი, მეღვინე, Ver Sacrum-ის დამფუძნებელი მეღვინე მენდოსაში.

უნდა ითქვას ისიც, რომ წელს მენდოსას მწარმოებლები ძლიერ გვალვასაც ებრძოდნენ, რაც ნიშნავს, რომ ვენახების მოსარწყავად ნაკლები წყალი იყო ხელმისაწვდომი: “ჩვეულებრივ, ყინვის პროგნოზები არის ხოლმე და მწარმოებლებს შეუძლიათ მისი ზემოქმედების შემცირება ნიადაგის წყლით მომარაგებით, თუმცა წელს ასეთი ყინვა მოსალოდნელი საერთოდ არ ყოფილა იმ გვალვების შემდეგ.” - ამბობს არგენტინული პრემიუმ ღვინოების იმპორტიორი დიდ ბრიტანეტში, პანა ლენცი. 

როგორც ვკითხულობთ, მწარმოებლები ახლა აფასებენ ზარალს და ჯერ არ სურთ ზუსტ ოდენობაზე საუბარი. ამჟამად არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს უკანასკნელ 30 წელიწადში ყველაზე მოულოდნელი და დამაზარალებელი “კატასტროფა” იყო: “ჩვენი Finca Las PIedras ვენახებისთვის ყინვა 100%-იანი ზარალი იყო, ასევე Finca Perico-ს ვენახების 80% განადგურდა. შემაშფოთებელია მომავალი წელიც. მცირე მწარმოებლებისთვის ეს ამბავი ნამდვილი კატასტროფა იყო.” - განაცხადა ხუანფა სუარესმა, Finca Saurez-ის მწარმოებელმა ალტამირაში. სტატიას სრულად Decanter-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული