კლიმატის ცვლილებას მეტ-ნაკლებად ყველა მნივნელოვანი ღვინის ქვეყანა განიცდილის ბოლო წლებში. გერმანიის რამდენიმე რეგიონს აპრილის ყინვებმა დიდი ზიანი მიაყენა, რის შესახებაც სადაზღვევო ჯგუფი Allianz Agrar საუბრობს და დასძენს, რომ გვიანი გაზაფხულის ყინვები ყველაზე უარესი რამ იყო გერმანული ვენახებისთვის ბოლო 40 წლის განმავლობაში.
„ბევრ გვიან, ყინვიან პერიოდს მოვსწრებივარ, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს,“ - ამბობს მარტინ ჰაისი, Allianz Agrar-ის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის განყოფილების ხელმძღვანელი: “ეს ყინვა ვაზისთვის ყველაზე ცუდ დროს მოვიდა.“
“მარტის შუა რიცხვებამდე თბილმა ამინდებმა ვენახებს უკვე მისცა საწყისი განვითარების საშუალება, რაც მათ კიდევ უფრო დაუცველს ხდიდა, როცა ღამე ტემპერატურა მინუს შვიდ გრადუსამდე დაეცა” - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. გერმანიის ღვინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა Decanter-ს განუმარტა, რომ „ყინვის ზიანი მძიმე იყო რამდენიმე ღვინის მწარმოებლისთვის, განსაკუთრებით Baden-ის, Württemberg-ის და Franconia-ს ნაწილებში“.
ვენახების 80%-ს მიადგა ზიანი აღმოსავლეთ რეგიონებშიც, Sachsen და Saale-Unstrut-ში. მისი თქმით, სიტუაცია ძალიან რთულია დაზარალებული მწარმოებლებისთვის, თუმცა გერმანიის 2024 წლის ღვინის მოსავლის საერთო ზიანზე გავლენა ალბათ შედარებით დაბალი იქნება. მაგალითად, Sachsen და Saale-Unstrut ქვეყნის საერთო ვენახების ფართობის 103,687 ჰექტარიდან დაახლოებით 1.3%-ს წარმოადგენს.
Allianz Agrar აცხადებს, რომ მისი ექსპერტები მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში 30,000-ზე მეტ ვენახს ეწვევიან საბოლოო ზიანის შესაფასებლად. მათ შორის, ზოგი ღვინის საწარმო 2024 წლის მოსავლის დაკარგავს კიდეც. ყინვის ზემოქმედება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ვაზის ჯიშებისგან ნაწილობრივ კომპენსირებას ელიან მეორე კვირტობის პერიოდისას, თუმცა ამ პერიოდის წარმატების პროგნოზირება რთულია.
გერმანიის ღვინის ინსტიტუტმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ყინვით დაუზარალებელი ვენახებისთვის კრიტიკულმა ყვავილობის პერიოდმა კარგად ჩაიარა. Müller-Thurgau და „ბურგუნდიული“ ვაზის ჯიშები ცნობილი არიან მეორე კვირტის შემდეგაც კი მცირედი ყვავილობით, თუმცა ეს ნაკლებად ეხება Riesling-ს, დასძენს იგი.
Allianz Agrar ხაზს უსვამს მრავალრიცხოვანი რისკის დაზღვევის მნიშვნელობას ექსტრემალური ამინდის მოვლენებისგან დაცვის მიზნით.
მკვლევარებმა თქვეს, რომ კლიმატის ცვლილება ზრდის ყინვის უფრო მეტი გავლენის შესაძლებლობას ვენახებში, რადგან თბილმა ზამთარმა სეზონი დააჩქარა, ეს კი უფრო მეტად ტოვებს “ახალგაზრდა” კვირტს მოულოდნელი ყინვისგან დაუცველს. ევროპის გვიანი გაზაფხულის ყინვებმა 2017 წელს 3.3 მილიარდი ევროს ზიანი მიაყენა ღვინის მწარმოებლებს, საიდანაც დაახლოებით 600 მილიონი ევრო დაზღვეული იყო, რის შესახებაც 2018 წლის Munich Re-ის ანგარიშშია ნათქვამი - რომელიც 2023 წელს Climate Risk Management ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვითაა გამოანგარიშებული. სტატიას გაეცნობით Decanter-ზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი