ბრიტანულმა დიზაინ-სტუდია OS31-მა კანადელების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე მოძრავი რესტორნის საუკეთესო პროექტი წარადგინა. რესტორანი უინიპეგში, გაყინულ მდინარეზე უნდა აიგოს. არქიტექტორთა ჩანაფიქრით, რესტორანი ყინულის დიდ ლოდს მოგვაგონებს, ხოლო მისი X-ისებრი ფორმა კი ორი მდინარის გადაკვეთის სიმბოლოს წარმოადგენს. ფუტურისტული რესტორანი ორი მდინარის – რედ რივერისა და ასინიბოინის - შეერთების ადგილას აიგება და 22 იანვრიდან 13 თებერვლამდე მოემსახურება სტუმრებს. რესტორანში ოთხი ზონაა გათვალისწინებული – ტერასები, ორი სასადილო დარბაზი და სამზარეულო, რომელსაც ადგილობრივი შეფმზარეულები უხელმძღვანელებენ. სტუდიის არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ ეს იქნება პირველი ელიტური რესტორანი, რომელიც გაყინულ წყალზე აიგება.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი