Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზემო ხოდაშნის კოშკმარანი

ეს კოშკმარანი ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს. გაზეთ „მარნის“საშუალებით ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ცნობებს არამხოლოდ კოშკმარნებზე, არამედ ზოგადად ისტორიულ მარნებზე აღმოსავლეთსა თუ დასავლეთ საქართველოდან.

„მარანი კოშკით“ -აი ასე მოიხსენიება ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში ზემო ხოდაშნის კოშკმარანი.ძირითად ცნობებს ამ ძეგლის შესახებ ვკითხულობთ წიგნში - „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“, თბილისი 2008. ტომი II. გვ. 91, საიდანაც გთავაზობთ მოკლე ამონარიდს:

 მარანი კოშკით დგას ეკლესიის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე, აგებულია 1760 – 1784 წლებს შორის. 1983 – 84 წლებში ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები. შენობა გეგმით სწოკუთხაა (15.2 х11.4მ.) და ნაგებია რიყის ქვით. შედგება ორი არათანაბარი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთზემიშენებული და ქმნიან ერთიან მასივს. შენობას ცალი მხარე მაღალი აქვს, მეორე - დაბალი. კოშკურა ნაწილის I სართული საწნახელსა და კიბის უჯრედს უჭირავს, მეორე-უფრო დიდფართობიანი ნაწილი - მარანს, მიწაში ჩაფლული ოცზე მეტი ქვევრით. მარანი და საწნახელი ერთმანეთისაგან გამიჯნულია სქელი კედლით, რომელშიც ორი თაღოვანი გასასვლელია. მარანს ორი შესასვლელი აქვს: ერთი, საკმაოდ ფართო (სიგ. 1.8 მ.) და თაღოვანი, აღმოსავლეთ კედელშია. მეორე, ვიწრო და სწორკუთხა (გაჭრილია მოგვიანებით) ჩრდილოეთითაა. კოშკრა ნაწილისI სართულის დასავლეთ კედელზე ქვითკირით ნაგები ორ განყოფილებიანი საწნახელია მშენებული. საწნახელი კარგადაა გალესილი. მისი ფსკერი მარნის იატაკის დონეზე რამდენადმე მაღალია, რაც უზრუნველყოფდა ყურძნის ტკბილის თვითდინებას ქვევრებისაკენ. გარედან მარანსა და კოშკს კუთხეები მთელს სიმაღლეზე ცერად აქვს ჩამოკვეთილი. ფასადების წყობაში დაცულია ჰორიზონტალურობა.

ზემო ხოდაშნის კოშკმარანი სამსართულიანი ნაგებობაა და ერთდროულად წარმოადგენს: მარანს, საწნახლებითა და ქვევრებით; საბრძოლო ნაგებობას, ქონგურებითა და სათოფურებით და ბერის საცხოვრისს ე.ი. მონასტერს, ბერის სენაკითა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებით.

 აღსანიშნავია კოშკმარნის საწნახელი, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. ამგვარი ორ განყოფილებიანი საწნახლები არაერთი გვხვდება, თუმცა საწნახლის ეს ტიპი უფრო იშვიათობას წარმოადგენს. ასეთ საწნახელში შესაძლოა, მაგალითად, საფერავისა და რქაწითლის ერთდროულად დაწურვა... კოშკმარანი მდებარეობს ძველ დროში დიდად განთქმული ვენახების - „ბერების ზვრების“ ტერიტორიაზე. მისსავე სიახლოვესაა ასევე ცნობილი სავენახე ადგილი „დედოფლის ზვრები“, რომელი სახელიც მეფე ერეკლე II -ის მეუღლის - დედოფალი დარეჯანის სახელს უნდა უკავშირდებოდეს.ზემო ხოდაშნის კოშკმარანი მევენახეობის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილას მდებარეობს, ამასთან იგი ერთადერთია არსებულ კოშკმარნებს შორის, რომელშიც ბერის სენაკი, ანუ მონასტერია მოწყობილი. კოშკმარანი ეკლესიიდან, რომელიც ხარების სახელობისაა, რამოდენიმე მეტრში მდებარეობს და შემორჩენილ საცხოვრებელი სახლის ნაწილთან ერთად წარმოადგენს ერთ მთლიან სამონასტრო კომპლექსს, რომელიც დაუარსებია კახთა მეფე ლევანსა და მის ძეს - ალექსანდრე II -ს XVI საუკუნეში. აღნიშნული სამონასტო კომპლექსი კოშკმარნითურთ აბბა ალავერდელი მიტროპილიტი დავითის (მახარაძე) ეპარქიაში შედის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.