Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემობრუნება ევროპული ღვინისკენ

მოდის ლოკომოტივად აღიარებულმა ბრიტანელებმა ისევ უღალატეს თავიანთ მიდრეკილებებს ღვინის მიმართ. ავსტრალიიდან ღვინის იმპორტის სტაგნაციისთანავე, რასაც მოჰყვა ჩილესა და ახალი ზელანდიის ღვინოების წილის ზრდა ბაზარზე, პირველად ათწლეულის განმავლობაში იმატა ევროპული ღვინოების გაყიდვებმაც. AC Nielsen-ის მარკეტინგის ანალიტიკოსთა მონაცემებით, 2009 წლის მეორე ნახევრიდან 2010 წლის პირველ ნახევრამდე ესპანური ღვინოების გაყიდვებმა 10%-ით მოიმატა, რამაც თანხობრივად 152 მილიონი დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თავიანთი უფრო წარმატებული ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, ფრანგ მეღვინეებს კვლავ გარკვეული პრობლემები აქვთ – პროდუქციის ექსპორტი 2%-ით დაეცა.

ავსტრალიური ღვინოების გაყიდვები უმნიშვნელოდ გაიზარდა და 1.74 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამერიკული ღვინოების გაყიდვა 5%-ით დაეცა (1.21 მილიარდი დოლარი), ჩილეურისა კი გაიზარდა 19%-ით (735 მილიონი დოლარი), 35%-ით მოიმატა მოთხოვნამ ახალი ზელანდიის ღვინოებზე. ნაწილობრივ, ამგვარი ცვლილებები ვალუტის მიმდინარე გადაცვლის კურსით აიხსნება, თუმცა, როგორც  indianwineacademy.com გვარწმუნებს, აქ საქმე შესაძლოა უკვე ღვინის მომხმარებელთა გემოვნების კარდინალურ ცვლილებებთან გვქონდეს. ფაქტია, რომ ბრიტანელი მომხმარებელი დღეს უფრო და უფრო ხშირად აკეთებს არჩევანს იტალიურ ან ფრანგულ ღვინოზე.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული