მოდის ლოკომოტივად აღიარებულმა ბრიტანელებმა ისევ უღალატეს თავიანთ მიდრეკილებებს ღვინის მიმართ. ავსტრალიიდან ღვინის იმპორტის სტაგნაციისთანავე, რასაც მოჰყვა ჩილესა და ახალი ზელანდიის ღვინოების წილის ზრდა ბაზარზე, პირველად ათწლეულის განმავლობაში იმატა ევროპული ღვინოების გაყიდვებმაც. AC Nielsen-ის მარკეტინგის ანალიტიკოსთა მონაცემებით, 2009 წლის მეორე ნახევრიდან 2010 წლის პირველ ნახევრამდე ესპანური ღვინოების გაყიდვებმა 10%-ით მოიმატა, რამაც თანხობრივად 152 მილიონი დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თავიანთი უფრო წარმატებული ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, ფრანგ მეღვინეებს კვლავ გარკვეული პრობლემები აქვთ – პროდუქციის ექსპორტი 2%-ით დაეცა.