Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კოქტეილები სუნამოს არომატით

12 ივნისს ბერლინის სასტუმრო Ritz-Carlton-ში გაიხსნა ბარი Fragrances, სადაც კოქტეილებს მსოფლიოში სახელგანთქმული სუნამოების არომატის მიხედვით მოგიმზადებენ. კოქტეილებს ცნობილი მიქსოლოგები ხილის ლიქიორის, ყვავილების ექსტრაქტის, ესენციებისა და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტებისგან ამზადებენ. ასე მომზადებული კოქტეილები მსოფლიოში პოპულარული მოდის სახლების სუნამოების არომატს აფრქვევენ. მენიუს ნაცლად ბარში სუნამოების სტენდია - შეგიძლიათ ამოარჩიოთ სასურველი სუნამო და შეკვეთის მიცემის შემდეგ მისი კოქტეილიც დააგემოვნოთ. კოქტეილების ფასები ბარში ძვირფასი სუნამოების ფასების შესაბამისია. მაგალითად, Guerlain-ის სუნამოს მიხედვით დამზადებული კოქტეილი Angelique Noire 27 დოლარი დაგიჯდებათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული