Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარნების მონაწილეობის პირობები 2022 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე

14 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2022-ში მონაწილე საოჯახო მარნები ტრადიციულად, დეგუსტაციის წესით შეირჩევიან. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა საოჯახო მარანმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს  არაუგვიანეს 22 აპრილისა.

მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, „ღვინის კლუბის“ სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან საუკეთესო ღვინოებს შეარჩევს, რომლებიც ფესტივალზე დაიშვება.

შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2021 წლის მოსავლის ღვინოები.

ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის ფასიანია. ერთი ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს.

სადეგუსტაციო ნიმუშების საფასურის გადახდა ღვინის კლუბის ანგარიშზე მოხდება: ს.ს. „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE66TB1144536080100002, ააიპ ღვინის კლუბი.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლი), შევსებული ანკეტა და სადეგუსტაციო ნიმუშის გადახდის ქვითარი.

მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 10 დღით ადრე.

ფესტივალზე გასული წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა მინიმუმ 20 ლიტრს შეადგენს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტითა და გადახდის ქვითრით წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი.

 ტელ.: 2 18 01 71

მობ.: +995 598 30 86 88

ნიმუშები ყოველ სამუშაო დღეს მიიღება, 11:00-დან 18:00-მდე.

ნიმუშების მიღება დღეიდან 14 მარტიდან დაიწყება!

E-mail: info@wineclub.ge

ანკეტა გადმოწერეთ აქედან

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული