Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაფფასიანმა ჯინმა ელიტური სასმელები ჩამოიტოვა

იაფფასიანმა ჯინმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელ Aldi-ში 10 გირვანქა სტერლინგად იყიდება, ალკოჰოლური სასმელების პრესტიჟულ კონკურსზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. Oliver Cromwell London Dry Ginელიტურ სასმელებს გაუთანაბრეს და მათ შორის საუკეთესოდაც აღიარეს. ეს “გაურკვევლობა” სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე (ISC)მოხდა. მთავარი ის არის, რომ ჟიურის წევრები “ბრმად” აგემოვნებენ საკონკურსოდ გამოტანილ სასმელს და მათ შესახებ არაფერი იციან. ჟიურის წევრებად კი ამ სფეროში გაწაფულ სპეციალისტებს ირჩევენ – დისტილაციისა და კუპაჟირების ოსტატებს, ალკოჰოლური ინდუსტრიის პროფესიონალებს, კრიტიკოსებსა და ღვინის ბაზრის გავლენიან პირებს. ჯინს, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა, Aldi-ის ფირმა 1999 წლიდან უშვებს და 700 მლ-იანი ბოთლებით საკუთარ სუპერმარკეტშივე ყიდის. სასმელი ციტრუსის, სანელებლებისა და ღვიის არომატით გამოირჩევა. ჟიურიმ Oliver Cromwell London Dry Gin ვერცხლის მედლით დააჯილდოვა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამავე მედლით დაჯილდოვდა ჯინი London No.1 Gin, რომელიც ლონდონის ელიტურ უნივერმაღ Harrods-ში 35 გირვანქა სტერლინგად იყიდება, ასევე ვერცხილის მედალი ერგო 55,95 გირვანქა სტერლინგად შეფასებულ Worship Street Whistling Shop Cream Gin-ს, ხოლო ისეთი ელიტური სასმელები, როგორებიცაა Bombay Sapphire და Hendricks  მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდნენ. “ნამდვილი სასწაული მოხდა! ჩვენი დაუღალავი შრომა, რომ მაღალი ხარისხისათვის მიგვეღწია, დაფასდა. თანაც შეფასება ხომ ისეთი კომპეტენტური ჟიურისაგან მივიღეთ, როგორიც ISC–ის ჰყავს,” – განაცხადა Aldi-ის წარმომადგენელმა ტონი ბეინსმა. ბატონმა ბეინსმა ისიც დაამატა, რომ კომპანია მსოფლიოში მხოლოდ საუკეთესო ქარხნებთან თანამშრომლობს, კლიენტებს კი მოუწოდა, მათ სუპერმარკეტებში შეიარონ და Aldi-ს წარმატების სადღეგრძელო მათივე ჯინით შესვან.      

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული