მინერალური წყლების კომპანია San Pellegrino Acqua Panaყოველწლიურად აწყობს ფრიად პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსს The World’s 50 Best Restaurants, რომლის ორგანიზებასაც ბრიტანული ჟურნალი Restaurantახორციელებს.ჟურნალის მესვეურები აწყობენ გამოკითხვას, რომელშიც შეფმზარეულები, რესტორატორები, გურმანები და რესტორნების კრიტიკოსები მონაწილეობენ. ამ გამოკითხვის მიხედვით კი მსოფლიოს ყველა კუთხიდან საუკეთესო რესტორნების შერჩევა ხდება. წლევანდელი გამარჯვებული ესპანური რესტორანი El Celler de Can Rocaგახდა. ეს რესტორანი 1985 წელს სამმა ძმამ გახსნა კატალონიის ულამაზეს ადგილას, ხერონაში. ვიდრე ჯილდო ესპანელ ძმებს ხვდებოდათ წილად, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში გამარჯვებას დანიელები, რესტორან Noma-ს მფლობელები ზეიმობდნენ. თუმცა მათი წინამორბედნიც კატალონიელები იყვნენ – რესტორანი El Bully, რომელიც 2011 წელს დაიხურა, 5-ჯერ იყო კონკურსის გამარჯვებული.
გთავაზობთ მსოფლიოს 10 საუკეთესო რესტორნის ჩამონათვალს:
1) El Celler de Can Roca, ხერონა, ესპანეთი
2) Noma, კოპენჰაგენი, დანია
3) Osteria Francescana, მოდენა, იტალია
4) Mugaritz, სან-სებასტიანი, ესპანეთი
5) Eleven Madison Park, ნიუ-იორკი, აშშ
6) D.O.M, სან-პაულუ, ბრაზილია
7) Dinner by Heston Blumenthal, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
8) Arzak, სან-სებასტიანი, ესპანეთი
9) Steirereck, ვენა, ავსტრია
10) Vendôme, ბერგიშ-გლადბახი, გერმანია
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი