RAW WINE , დაბალი ინტერვენციის, ორგანული, ბიოდინამიკური და ბუნებრივი ღვინოების და მათი მწარმოებლების მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფება ნიუ-იორკში დაბრუნდა. RAW WINE New York გაიმართა ბრუკლინში კვირას და ორშაბათს, 12 - 13 ნოემბერს.
წლევანდელი ღონისძიებაზე 100-ზე მეტი მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა 15 ქვეყნიდან. მათ შორის Hiyu Wine Farm , La Garagista , Vivanterre და Clos du Moulin aux Moines და სხვა ცნობილმა ღვინის მწარმოებლებმა.
პირველელად RAW WINE-ზე ნიუ-იორკში წარმოდგენილი იყო 150-ზე მეტი რჩეული მწარმოებლის ღვინო. ღვინის გარდა კი იყო კერძებიც და უალკოჰოლო სასმელებიც.
ორშაბათს, 13 ნოემბერს გაიმართა ტრენინგი და დეგუსტაციები, სადაც ისაუბრეს "ბუნებრივი ღვინის ლეგენდებმა" - ტონი კოტურმა Coturri Winery-დან და სემ ბენრუბმა The Grape Nation- დან, დააგემოვნეს ტონის 1980 წლის მოსავლის განსაკუთრებული ღვინოებიც.
ერთ-ერთი თემა იყო ასევე ბუნებრივი ღვინის დაძველება (1:30 სთ - 14:30 სთ) - დეგუსტაცია ჩაატარეს ესპანეთის Castilla y León-ის მეღვინეებმა ჟულიენ ლოპეზმა (Bodegas Coruña del Conde), კიკო კალვომ (Bodegas Bigardo) და ნაო ლეონიმ (Dmencia Wines). მათ ისაუბრეს ნატურალური ღვინის დაძველების შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს დრო ბუნებრივ ღვინოზე.
ამ ღონისძიებაზე კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ავსტრიული ღვინოებიც - "ფესტივალზე აღმოაჩენდით ავსტრიულ ცქრიალებსა და თეთრ ღვინოებს, PIWI-ებს და ასევე Blaufränkisch-ს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც თანდათან უფრო და უფრო აქტუალური ხდება." - ვკითხულობთ მთავარ გვერდზე..
Raw Wine-ის გვერდზე ბაია აბულაძის მიმართვასაც ვეცნობით “ბაიას ღვინიდან”, სადაც მეღვინე ამ ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს: “ნატურალური ღვინის ფესტივალი” ჩვენი მარნისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავი და სასიხარულოა, ჩვენ უკვე 4 წელიწადზე მეტია, რაც თვალყურს ვადევნებთ raw wine festival-ს. რთველის დასრულების შემდეგ ფესტივალში მონაწილეობა და მთელი მსოფლიოდან ძალიან საინტერესო ღვინოების აღმოჩენა მართლაც, რომ დიდი საჩუქარია ჩვენთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება ის არის, რომ სინამდვილეში აქ ყველა ერთი დიდი ოჯახიდან ვართ, ყველას ერთი გრძნობა გვაკავშირებს ღვინოსთან.“ - აღნიშნავს მეღვინე.
ისევე, როგორც წინა გამოფენებზე, ნიუ იორკშიც 12-13 ნოემბერს ქართულმა მარნებმა მიიღეს მონაწილეობა:
"ახმეტის ღვინის სახლი"
"ანაპეა"
"ანდრიას ღვინო"
"ბაიას ღვინო"
"ექიმის ბიო მარანი"
"გოცას ღვინო"
"კოლაგისი"
Manavi Wines
"ნიკალას მარანი"
Silovani
Tedzami Wines
Zurab kviriashvili.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი