Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კავკასიური კალეიდოსკოპი - ბრიტანული ჟურნალი Harpers UK ქართულ ღვინოზე

ქართული ღვინის ინდუსტრია, რომლის ფესვებიც 8,000 წლოვან ისტორიულ კულტურაში დევს, დღითიდღე უფრო მეტ ყურადღებას იქცევს როგორც საერთაშორისო ექსპერტების, ასევე ღვინის მოყვარულთა მხრიდან. ეს ქვეყანა ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია თავისი საინტერესო ღვინის კულტურით,” წერს ენდრიუ კეჩპოლი (Andrew Catchpole), “ულამაზესი მთიანი რელიეფი, კულტურული თვითმყოფადობა, უნიკალური ღვინო და კერძები წარმოუდგენელია არ დაამახსოვრდეს სტუმარს.”ავტორი ხაზს უსვამს, რომ ქართული ღვინის მრავალფეროვნება ქვეყნის იდენტობის ნაწილია, რაც თანამედროვე ღვინის ბაზარზე უდიდესი უპირატესობის წინაპირობაა. 

ექსპერტი წერს, რომ საქართველოში კომერციულად წარმოებაშია 30-მდე უნიკალური ვაზის ჯიში, თუმცა ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია 500-ზე მეტი ჯიში. ამჟამად 2,400-მდე ღვინის მწარმოებელი ავარგებს ღვინოს. ეს რიცხვი კი ბოლო ათწლეულში საგრძნობლად გაზრდილია: “თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ საქართველო არამხოლოდ დიდი მწარმოებელია, არამედ თითოეული ღვინო თავის ისტორიას ჰყვება.”

კეჩპოლი მკითხველს უამბობს წითელი საფერავისა და თეთრი ვაზის ჯიშის, რქაწითელის, შესახებ: “ეს ეს ჯიშებია, რომლებსაც დღესდღეობით ხშირად შეხვდებით უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებულს, საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებულ სტილში. მაგალითად, საფერავის ტრადიციული, ტანინების მაღალი დონე ღვინოში ახლა უფრო მსუბუქი და ელეგანტური ხდება, რაც ფართო მომხმარებელთა აუდიტორიის მოზიდვას ხელს უწყობს.” - ვკითხულობთ სტატიაში.

გიორგი სოლომნიშვილი, მეღვინე და საკუთარი მცირე ოჯახური მარნის მფლობელი, საფერავს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის “მეფედ” მოიხსენიებს და ამბობს: “ღვინოს კი არ ვამზადებ, არამედ ჩემს ვენახში შექმნილი ფერებით ვხატავ”. 

ქართული ღვინოების უნიკალურობას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგია, რაც საერთაშორისო მყიდველთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თუმცა, ენდრიუ კეჩპოლიც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წარმოებულ ღვინოთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 5%-ია რეალურად ქვევრში დამზადებული: “ამის მიუხედავად, ქვევრის ღვინის კულტურარჩება ქვეყნის მთავარ მარკეტინგულ პუნქტად რჩება დღემდე” - აღნიშნავს ის.

სტატიაში ასევე ვხვდებით ჯონ ვურდემანის (Pheasant’s Tears) სახელს, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში ქვევრის ტექნოლოგიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ვურდემანი ტერმინ “ტერუარს” უსვამს ხაზს, რაც თანამედროვე მეღვინეობაში სულ უფრო აქტუალური ხდება: “ტერუარზე საქართველოში ადრე არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ეს იცვლება და ახლა ბევრი მეღვინისთვის ეს ტერმინი და ტერუარის მნიშვნელობა შეიცვალა”.

საქართველოს ღვინის ინდუსტრიას უცხოელი ინვესტორები და მეღვინეები ახალი მიმართულებების პოვნაში ეხმარებიან. პეტრიკ ჰონეფი (Château Mukhrani-ის მეღვინე) აღნიშნავს: “ჩვენ გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველოს შეუძლია ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალი ხარისხის ღვინის მწარემოებელმა ქვეყანამ და არა როგორც მხოლოდ ქვევრისა და ქარვისფერი ღვინის მწარმოებელმა.” ავტორი სტატიაში “შატო მუხრანის” ჩინურს, გორული მწვანესა და თავკვერს ახსენებს.

მწერლისთვის ქართული ღვინო განსაკუთრებული პოტენციალის მქონეა, რომელსაც ძალიან დიდი გზა აქვს მსოფლიო ბაზარზე:“საქართველო იმ ეტაპზეა, როდესაც ღვინის უნიკალური თვისებები საშუალებას აძლევს, მოერგოს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ბაზარს. ეს ეხება როგორც ბუნებრივ, ქვევრში დავარგებულ ღვინოებს, ისე უფრო მეტად მოდერნიზებულ და საერთაშორისო გემოვნებაზე ორიენტირებულ ღვინოსაც. საბოლოოდ, ქართული ღვინის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და წარსულის უნიკალურ კულტურასა და თანამედროვე შესაძლებლობებს აერთიანებს”.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული