Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვისკის აკადემია

ვისკი – ესაა სასმელი, რომლის შესახებაც უსასრულოდ შეიძლება საუბარი – მიაჩნიათ ვისკის ჭეშმარიტ დამფასებლებს. ამ სასმლის მოყვარულებისთვის ინტერნეტში ,,ვისკის აკადემია” გაიხსნა. ვირტუალური აკადემიის დამფუძნებელია შოტლანდიური ვისკის მწარმოებელი კომპანია Balvenie. აკადემიის მესვეურები ყველა მსურველს იწვევენ ვისკის სამყაროში და ამ სასმელზე მეტი ინფორმაციის მიღების სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის, შემეცნებით ფილმებს თავაზობენ. აკადემიის სტუდენტებს შეეძლებათ ყველაფერი შეიტყონ ვისკის შესახებ და ამ საქმის ერთგვარი ექსპერტებიც კი გახდნენ.

სასმლის წარმოშობის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები, წარმოების პროცესი, შენახვისა და დაძველების ტექნოლოგია, ექსპერტთა კომენტარები, დეგუსტაციის პრინციპები და ა.შ.  – ყველა ეს საკითხი 34 სასწავლო-შემეცნებით ფილმშია თავმოყრილი და განხილული. ფილმების სანახავად მხოლოდ Balvenie-ს ოფიციალურ საიტზე შესვლა და დარეგისტრირებაა საჭირო.

თუკი შოტლანდიური Balvenieვისკის პოპულარობაზე ინტერნეტის საშულებით ზრუნავს, ფრანგი მეღვინეები ღვინის პროპაგანდას ეწევიან... ბავშვებში. მათ გამოუშვეს სპეციალური წიგნები, რომლებიც ბავშვებს ღვინის შესახებ მოუთხრობს. მაგალითად, ცნობილმა მეღვინემ და სენტ-ემილიონის მამულ Chateau Fonroque –ის მფლობელმა, ალან მუექსმა 2010 წლის სექტემბერში გამოუშვა წიგნი სახელწოდებით ,,ვაზი და ღვინო: სამყარო, რომლის აღმოჩენაც ღირს.” წიგნი საფრანგეთის ღვინის კულტურაზე მოგვითხრობს და 7-12 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო რეალითი შოუ, რომელიც ღვინის თემატიკაზეა აგებული. გადაცემა ,,მეღვინეების” არსი იმაში მდგომარეობს, რომ 12 მონაწილიდან ყველამ უნდა აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია  ვენახის მოვლა, მოსავლის აღება, და ბოლოს, საკუთარი ღვინის წარმოება და გაყიდვა. შოუს გამარჯვებულის მთავარი პრიზი ღვინის საკუთარი ბრენდის შექმნის შესაძლებლობა გახლავთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული