Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ლოკოკინა” - მცირე მარნების ანთოლოგია (127)

მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- მე მქვია ლიზი ნაცვლიშვილი, არ ვარ პროფესიონალი ღვინის ტექნოლოგი, უფრო ლუდი ან სიდრი მაინტერესებდა და საქართველოში დაბრუნებამდე ცოტა ვიცოდი ქართული ღვინის შესახებ. როგორც ბევრს, მეც მხოლოდ რქაწითელისა და საფერავის შესახებ მსმენოდა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ საქართველოში არსებული ვაზის ჯიშებისა და ქვევრში ღვინის დაყენების შესახებ მეტი გავიგე. პირველი ორი წლის განმავლობაში ძალიან ღრმად ვსწავლობდი ამ საკითხს. ვეძებდი ინფორმაციას ძველ წიგნებში, მოვიარე ყველა ღვინის რეგიონი და მოვაგროვე ადგილობრივი მეღვინეების ისტორიები. და შემდეგ გადავწყვიტე თვითონ მეცადა ეს ყველაფერი. ღვინის დაყენება 2020 წელს დავიწყე. თბილისიდან იმერეთში წამოვედი, სოფელში ვიყიდე სახლი და ავაშენე მარანი. ჩვენი მარანი მდებარეობს სოფელ მეორე სვირში. ჩემთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო მევენახეობის უნიკალურ მიკროზონაში ცხოვრება და ასე გაჩნდა ღვინის პატარა მარანი „ლოკოკინა“. ფაქტია, რომ დასავლეთ საქართველო ოდესღაც უძველესი ოკეანის ფსკერი იყო, ამიტომ იმერეთში ნიადაგი შედგება მოლუსკების, მათ შორის ლოკოკინების შეკუმშული ჭურვების ფენებისგან. მე მჯერა, რომ ეს მიწა ერთ-ერთი ყველაზე უნიკალურია მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ღვინო დიდად არის დამოკიდებული იმ ნიადაგზე, რომელშიც ვაზი არის მოყვანილი. ნიადაგის მაღალი მინერალური შემცველობის წყალობით, ჩვენი ღვინო ახალია და აქვს გემური თვისებების კარგი, სასიამოვნო ბალანსი. ამიტომ, სახელი ლოკოკინა არის ჩემი მადლიერების გამოხატულება ამ მიწის მიმართ.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ვმუშაობ კლასიკურ იმერულ ჯიშებზე: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ალადასტური. ხანდახან ქართლურ ჯიშებზე (ჩინებული, თავკვერი) ექსპერიმენტებს ვაკეთებ პინო ნუარზეც. პატარა ვენახი მაქვს და ყურძენს სვირის მიკროზონაშიც ვყიდულობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ორგანული სასუქების გამოყენება. რაც შეეხება რიტუალებს, როგორც ბევრი ფერმერი, მეც მთვარის კალენდრის მიხედვით ვმუშაობ. მაგალითად, ღვინოს ვასხამ ქვევრის ცისტერნაში და შემდეგ ბოთლებში მაშინ, როცა მთვარე იკლებს. პორტუგალიელმა კოლეგებმა მასწავლეს გრავიტაციის გათვალისწინებაც და ეს ამცირებს ნალექს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ფილტრაციას არ იყენებ.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ვაკეთებ ქარვისფერ ღვინოებს ქვევრში იმერული ტექნოლოგიით. ასევე წითელ ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებს, პეტნატებს ხანგრძლივი დაძველებით შლამზე. მათი უნიკალურობა მდგომარეობს ჩემს პირად ისტორიაში, ექსკლუზიურად ხელით შრომაში წარმოების ყველა ეტაპზე და აბსოლუტურ ბუნებრიობაში. არ ვიყენებ ხელოვნურ საფუარსა და ბევრ სულფიტს.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- ჩემთვის ყველა პროცესი ერთნაირად რთული და საინტერესოა.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- წელს დავიწყე მუშაობა ქართულ მაღაზიებთან და სამწუხაროდ ეს უბრალოდ ძალიან ცუდი გამოცდილება იყო ჩემთვის. როგორც მცირე მეღვინეს, შიდა ბაზარზე მუშაობის მოტივაცია არ მაქვს. ეს არის მთელი შრომის სრული დევალვაცია. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები დაეთანხმებიან ამ განცხადებას. საქმე ისაა, რომ მაღაზიები ღვინოს იღებენ და არ იხდიან. ყველა თანახმაა იმუშაოს მხოლოდ რეალიზაციისთვის. ვიღაც ბოროტმოქმედმა გაყიდა მთელი ჩემი ღვინო და არაფერი გადაუხდია ჩემთვის. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ღვინის სააგენტომ შემოიღებს გარკვეული წესებს, რაც გავლენას მოახდენს სიტუაციაზე. უამრავ ნიჭიერ მეღვინეს ვიცნობ, მაგრამ ყველას არ აქვს ამ მიზეზით ღვინის გაყიდვის საშუალება.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- სამწუხაროდ, ჯერ არა. რამდენიმე დისტრიბუტორთან მაქვს მოლაპარაკებები და ვაგზავნი ღვინის ნიმუშებს. მხოლოდ ერთხელ მოინდომეს ჩემი ღვინის ყიდვა ნორვეგიაში და გამოაგზავნეს მიმოხილვა, რომ ჩემი წითელი ღვინო მეორე ადგილზე იყო ბურგუნდიულ ღვინოებთან შედარებით, მაგრამ ბევრი არ მქონდა. გამოფენებზე ბევრი უცხოელი მოდის, მაღალ შეფასებას მაძლევს და დიდ პოტენციალზე საუბრობს, მაგრამ არ ვიცი, ვის მივმართო, რომ ასეთი გაყიდვები მართლაც შედგეს. ყოველ შემთხვევაში უცხოელმა სტუმრებმა უკვე იყიდეს ჩემი ღვინო მათი კოლექციებისთვის აშშ-ში, ევროპაში, იაპონიაში, სინგაპურში და ავსტრალიაშიც კი. 

რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- მთავარი სირთულე არის ის, რაც ზემოთ დავწერე, სირთულე გაყიდვებში. დაბალი რეიტინგი ბუნებრივი გზით დამზადებული პატარა მარნებისთვის. სომელიეების უმეტესობა უგულებელყოფს ასეთ სარდაფებს და სტუმრობს მხოლოდ დიდ ქარხნებს.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- ჰიგიენა, ხარისხიანი ყურძენი, შიდა წესების დაცვა მარანში

თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

-აუცილებელია მეღვინეობის ქართული მეთოდის უნიკალურობის ტრანსლირება (ვაზის ჯიშები, ქვევრთან მუშაობა), გამოფენების მოწყობა უცხოეთიდან დიდი რაოდენობით დისტრიბუტორების მოწვევით და მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის ადეკვატური ფასის დაწესება. სოფლიდან თბილისში ყოველი ვიზიტი მეღვინე ოჯახს მინიმუმ 500 ლარი უჯდება, ტრანსპორტირების, განსახლებისა და მიწოდებული ღვინის ჩათვლით, ასევე მონაწილეობის საფასური. ეს საკმაოდ დიდი თანხაა და ყველას არ აქვს ამის საშუალება.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ყველაფერი ძალიან ფრთხილად დაიწყეთ, მცირე წარმოებით, მაგრამ არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. გჯეროდეთ საკუთარი თავის და არც ერთი მოსავალი არ გამოტოვოთ.

მარნის მისამართი: იმერეთი, ზესტაფონის რაიონი, სოფელი მეორე სვირი.

ტელეფონი: იმერეთი, ზესტაფონის რაიონი, სოფელი მეორე სვირი

ელფოსტა: lokokinamarani@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: instagram.com/lokokina.ge

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული