Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მესამე საერთაშორისო გამოფენა თბილისში

4-6 ივნისს თბილისში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მესამე საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia 2009 გაიმართება. ეს არის ერთადერთი მასშტაბური ღვინის გამოფენა სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანია ღვინის მწარმოებელთათვის საქმიანი გარემოს შექმნა, მათი პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და გაყიდვების გაზრდა.
შარშანდელ WinExpo-ზე საკუთარი პროდუქცია 82-მა კომპანიამ გამოფინა. მათ შორის იყვნენ გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ამერიკის, იტალიის წარმომადგენლები.
 წინა ორი წლის მსგავსად, წელსაც წარმოდგენილი იქნება შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: ღვინო, შუშხუნა ღვინოები, სპირტიანი სასმელები, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები და დანამატები, სასუქები, ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, ნერგები, მინის ტარა, აქსესუარები და პუბლიკაციები.
გამოფენა ორი ნაწილისგან შედგება: უშუალოდ საგამოფენო ნაწილისა და ღვინის დეგუსტაციისგან, რომელიც WinExpo-ს ფარგლებში შემავალი დამოუკიდებელი და ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. პირველად შარშან გაიმართა და საერთაშორისო OIV (მეღვინეთა მსოფლიო ასოციაცია) სტანდარტებით ჩატარდა. მიუხედავად მცირე მასშტაბისა (დეგუსტაცია ერთდღიანი იყო და მხოლოდ თეთრი და წითელი მშრალი ღვინოებით შემოიფარგლა), ღონისძიებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. ჟიური მთლიანად უცხოელი ღვინის ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული, რომელთა შორის მეღვინეთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ფედერიკო კასტელუჩი და ცნობილი გერმანელი ღვინის ჟურნალისტი, ანდრე დომინიც შედიოდნენ. წელს სადეგუსტაციო არეალი გაფართოვდება და მშრალ თეთრ და წითელ ღვინოებთან ერთად ტკბილი თეთრი და წითელი, ვარდისფერი და შუშხუნა ღვინოები იქნება დაგემოვნებული. 
გამოფენის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, დეგუსტაციები, მასტერ-კლასები და თრენინგები. რიგითი მსურველებისთვის პავილიონებში შესვლა ფასიანი იქნება, საქმიან დამთვალიერებელს (მყიდველები, სადისტრიბუციო კომპანიები, რესტორნების მეპატრონეები და ა.შ.) კი ორგანიზატორები სპეციალურ მოსაწვევებს გაუგზავნიან. 
 
© მადიანი/vinoge.com


didi madloba am informaciis motsodebistvis, da zogadad, aseti mravalperovani da saintereso websitistvis, magram ბაიერები cota uznaur da zedmet pranchiaobad mimachnia. rogor unda gaigon mat vinc inglisuri ar ician? rogor auxsnit am sityvas qartulad? ...adamianebi vinc yiduloben? anu myidvelebi? damercmunet, qartuli jobia! Rezo, Cleveland, OH


შენიშვნა მიღებულია!

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.