Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხიხვი, ქართული ვაზის ფონდი, 2016

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ჭორტაულის ზვარში დაკრეფილი ხიხვიდანაა ღვინო დაყენებული. 6 თვე ქვევრში ვარგდებოდა, ჭაჭაზე და კლერტზე. საკმაოდ ინტენსიური ქარვისფერია, მდიდრული პირველი არომატებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის მცენარეული და ხილის, ჩირისა და სანელებლების მოტკბო ტონები – ფუნთუშა, ვაშლის ჯემი, თათარა, ტკბილი კორკოტი, შავი მსხალი, ატმის ჩირი. ძლიერი ტანინები, ნარჩენი შაქრის სიტკბო, მჟავიანობა და წარმოუდგენლად მაღალი ალკოჰოლი (16,7%) დაგემოვნებისას უცნაურ და განსაკუთრებულ მთლიანობას ქმნის, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული