Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine Enthusiast-ის რჩეული ღვინოები და კერძები

საქართველოში ყველაზე მეტად სუფრის ტრადიცია მოსწონთ ხოლმე, რომელიც გემრიელი, მრავალფეროვანი კერძებით და ღვინითაა გაწყობილი.” - ვკითხულობთ wine enthusiast-ის გუშინდელ სტატიაში, სადაც მკითხველს ამერიკელი ექსპერტების რჩეულ კერძებსა და ღვინოებს უზიარებენ.

პირველ რიგში ნიგვზიან ბადრიჯანსა და ისპანახის ფზალზე საუბრობენ, ასევე ქართული სალათისა და ღორის მწვადის  გასინჯვას ურჩევენ მკითხველს: “ამ კერძებთან ერთად არ დაგავიწყდეთ ქართული თონის პური და ხაჭაპური, რომელიც ყველაფერს უფრო გემრიელს გახდის.” - ვკითხულობთ სტატიაში.

მაიკ დესიმონმა, ღვინის ჟურნალისტმა და მწერალმა სხვადასხვა ამერიკელი ექსპერტის რეკომენდაციები მოიძია და მკითხველს სტატიაში მათი რჩეული ღვინოები გაუზიარა.

კრისტ სტრალის, ნიუ იორკში Ilili restaurant group-ის სასმელების განყოფილების ხელმძღვანელის რჩეული ღვინო “ნეკრესის მამულის” 2019 წლის რქაწითელი-მწვანეა:ქვევრში ფერმენტირებული ორი რჩეული ქართული თეთრი ვაზის ჯიშის ნაზავით ძალიან არომატული ღვინო გამოვიდა. ის საშუალო სხეულით ხასიათდება, ღვინო ძალიან ბარხატოვანი და სასიამოვნოდ დასალევია”.

შემდეგია კაროლინ ბიტის, À Côté-ს სასმელების განყოფილების დირექტორი და მენეჯერია კალიფორნიაში. მას განსაკუთრებით “ბაიას ღვინის” 2020 წლის ცოლიკოური მოსწონს: “მისი გემოს სიღრმე, სიხალასე და სასიამოვნო მჟავიანობა, ასევე მსუბუქი ტანინები ღვინოს აძლევს შესაძლებლობას, რომ ქართულ სუფრაზე ბევრ კერძს მოუხდეს და გემოც უფრო უკეთ წარმოაჩინოს” - ვკითხულობთ სტატიაში.

ჯონათან ნელმსის, ვაშინგტონში Supra and Tabla-ს მფლობელის რჩეული ღვინოა “ჭონას მარნის” 2020 წლის რქაწითელი: ნატურალური და ძალიან არომატული ეს რქაწითელი საოცრად დახვეწილია მსუბუქი ყვავილოვანი ტონებით, რომელსაც ნუშის, თაფლისა და გარგრის არიმატები ავსებს და კიდევ უფრო სრულყოფილად აქცევს” - აღნიშნავს ჯონათანი.

 “მიხოს” 2019 წლის საფერავი როზე ემილი გორდონის რჩეული ღვინოა, რომელიც Jet wine bar-ის გენერალური მენეჯერია ფილადელფიაში: “ქვევრში ფერმენტირებულ ვარდისფერ ღვინოს მჟავიანობისა და გემური თვისებების შესანიშნავნი ბალანსი აქვს. ძალიან კარგი ღვინოა სუფრაზე სხვადასხვა საინტერესო კერძებთან ერთად მისართმევად” - ამბობს ის.

ბოლოს კი DoReMi-ის 2021 წლის საფერავზე ვკითხულობთ. ეს ღვინო მარინა კარდაკის, Oda Mediterranean Cuisine-ის ხელმძღვანელია ჩიკაგოში: “ეს მშრალი, გაუფილტრავი ღვინოა კენკრის მურაბის ნოტებითა და მიწის არომატებით, რომელიც ტანინების მაღალ დონესთან ჰარმონიულად ერწყმის. ძალიან უხდება ხორცს, სტეიკებსა და ბოსტნეულს” - აღნიშნავენ სტატიაში, რომელსაც wine enthusiast-ის გვერდზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული