გამოქვეყნებულია: 16 ნოემბერი, 2008 - 20:50
დასამწნილებელი პრასი გაასუფთავეთ, პირველი ორი ფოთოლი ბოლომდე მოაცალეთ, ბოლოებს უხეში ნაწილები წააჭერით, თავებს კი ფესვები, შემდეგ ცხელ წყალში მოწალეთ და დიდ 3-ლიტრიან ქილაში ჩააწყეთ. დაასხით მარილწყალი ან წინასწარ მომზადებული მარინადი, დადგით გრილ ადგილას და რამდენიმე დღით აცალეთ.
მარილწყალი მარტივად მზადდება: 3-ლიტრიან ქილას თითო ლიტრზე თითო სუფრის კოვზი მარილი, ცოტ-ცოტა დაფნა, ნიახური და ნიორი სჭირდება. წყალი ან მარილი მეტი ან ნაკლები რომ არ მოგივიდეთ, წყალი წინასწარ უნდა არწყათ.
მარინადისათვის 1 ლიტრ წყალში გააზავეთ 1 სუფრის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი ძმრის ესენცია, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 10-15 მარცვალი ბაჰარი (ანუ ე. წ. `სურნელოვანი პილპილი’) და 5-6 ღერი ნიახური ძირებიანად.
რჩევა #1
პრასის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფერს – ფოთლები ხასხასა მწვანე უნდა იყოს, ღეროსა და თავზე ყავისფერი წერტილები და ღარები არ უნდა ჰქონდეს – ეგ ჭიანაჭამი პრასი იქნება!
რჩევა # 2
მარინადში შეგიძლიათ ჩადოთ სხვა ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი: ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, სამოთხის ვაშლი, ზღმარტლი, ბაღის შინდი, თეთრი ბალი და რაც მოგაფიქრდებათ.
მარინადში შეგიძლიათ ჩადოთ სხვა ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი: ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, სამოთხის ვაშლი, ზღმარტლი, ბაღის შინდი, თეთრი ბალი და რაც მოგაფიქრდებათ.
სუპერრჩევა: თუ გინდათ, რომ მწნილი მალე იყოს მზად, მარილწყალი ან მარინადი თბილი უნდა დაასხათ. არავითარ შემთხვევაში ცხელი არ უნდა იყოს, თორემ ჩამთხლევდება.
გაფრთხილება: ყურადღებით იყავით. ძმრის ესენციის გაუზავებლად მიღება არ შეიძლება, თორემ საყლაპავსა და კუჭს დაიწვავთ – ძმრის კონცენტრირებული მჟავაა!!
© ვ. კიკილაშვილი/ა.ჭაბაშვილი
თემა:
თქვენი კომენტარი