Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მალბეკის დღე

ორგანიზაცია Wines of Argentina-მ 17 აპრილი მალბეკის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 158 წლის წინ არგენტინაში, სწორედ ამ დღეს წარადგინეს კანონპროექტი აგრონომიული ცენტრის, მეურნეობა ,,კინტა ნორმალის” შექმნის შესახებ. არგენტინაში ვაზის გავრცელების საქმეში სწორედ ამ მეურნეობამ ითამაშა დიდი და ისტორიული როლი.

საინტერესოა, როგორ მოხვდა მალბეკი არგენტინაში? მალბეკის სამშობლოდ მიჩნეულია საფრანგეთში მდებარე კაორის (Cahors) რეგიონი. იქ ოდითგან მოჰყავდათ ამ ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც ამავე სახელწოდების შესანიშნავ ღვინოს აყენებდნენ. იქაური ღვინო ჯერ კიდევ რომაელთა ზეობის ხანაში იყო განთქმული. შუა საუკუნეებში ღვინის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა და შემდგომში  მალბეკი უნგრეთში, ყირიმსა და სამხრეთ ამერიკაში გავრცელდა. 1840-50-იან წლებში მალბეკის გაშენება ჩილეშიც დაიწყეს.

XIX საუკუნის ბოლოს, მაშინ, როცა ფილოქსერას ეპიდემიამ საფრანგეთის ვენახები თითქმის გააჩანაგა, არგენტინაში მალბეკის მოყვანისა და ჩამოსხმის კულტურა უკვე არსებობდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის არგენტინის მაშინდელ პრეზიდენტს – დომინგო სარმიენტოს. მან გადაწყვიტა, რომ საფრანგეთისა და ჩილეს მსგავსად, არგენტინაშიც გაეშენებინა მალბეკის ვენახები და ამით თავისი წვლილი შეეტანა ქვეყანაში მეღვინეობის განვითარების საქმეში. პრეზიდენტის ეს წინანადადება მენდოსას პროვინციის გუბერნატორმა და მინისტრმა მოიწონეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1853 წლის 17 აპრილს მათ საკანონმდებლო კრებას სპეციალური კანონპროექტი წარუდგინეს, რითაც საფუძველი ჩაეყარა სასოფლო-სამეურნეო სკოლის ჩამოყალიბებას არგენტინაში. სკოლის მმართველობა ფრანგ მიშელ პუჟეს მიანდეს. მალბეკის გარდა მენდოსაში პინო ნუარისა და კაბერნე სოვინიონის გაშენებაც დაიწყეს. მალე აგრონომიული მეურნეობა სან ხუანის პროვინციაშიც ჩამოყალიბდა და ქვეყანაში ვენახების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა. დღეს კი არგენტინა, როგორც ცნობილია, მეღვინეობის დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.