Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო

საგარეჯოში რთველი დაიწყო. მუნიციპალიტეტში ჯერ მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძენს კრეფენ. ამჟამად მოსავალს ბადიაურის ღვინის ქარხანა იბარებს.

მუნიციპალიტეტის გამგებში შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი. როგორც რადიო "ჰერეთს" შტაბის ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბაკურაძემ განუცხადა, მევენახეებს ყურძნის მიღებაზე პრობლემა არ შეექმნებათ.
 
ბადიაურის ქარხანამ უკვე ჩაიბარა 1251 ტონა საფერავი. საერთო ჯამში ქარხანა 5000 ტონა ყურძენს მიიღებს.
 
რქაწითელის ჯიშის მოკრეფა საგარეჯოში მომავალი კვირიდან დაიწყება, რადგან სპეციალისტების განცხადებით, ამ დროისათვის ყურძნის შაქრიანობა ნორმაზე დაბალია.
 
იმ შემთხვევაში თუ ყურძნის შაქრიანობა ნორმას არ მიაღწევს, ქარხანა ამ შემთხვევაში მოსავალში 20 თეთრით ნაკლებს გადაიხდის.
 
რადიო „ჰერეთი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული