Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Napa valley Wine Academy ქართული ღვინის კურსს აანონსებს

Wines of Georgia აშშ-ს ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის სკოლასთან Napa Valley Wine Academy-სთან ნოემბრიდან ითანამშრომლებს. “ნაპას ველის ღვინის აკადემიის”  სასწავლო კურსი საშუალებას მისცემს მათ, ვისაც სურს მეტი გაიგოს საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.

კურსი მოიცავს სასწავლო მოდულებს გამოცდებთან ერთად, რომელიც აქცენტირებული იქნება ქვევრში ღვინის დაყენების პროცესზე, ისტორიასა და კულტურაზე. განიხილავენ ასევე ქართულ კულინარიულ ტრადიციებს, რეგიონებს, უძველეს ვაზის ჯიშებსა და ღვინის კატეგორიებს, მათ შორის საფერავს, რქაწითელსა და ქარვისფერ ღვინოებს: “სტუდენტებს, რომლებიც ქართული ღვინის კურსს დაასრულებენ, წარმოდგენა ექნებათ ქართულ ღვინოებზე და მიიღებენ საგანმანათლებლო სახელმძღვანელოსაც, ასევე სეტრიფიკატს Napa Valley Wine Academyს-გან."

როგორც “ნაპას ველის ღვინის აკადემიის” დამფუძნებელი კეტრინ ბუგი აღნიშნავს, ქართული ღვინის კულტურის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს: “საქართველოს, მისი ძირძველი ვაზის ჯიშებისა და უძველესი კულტურის შესახებ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სტუდენტებს წარმოდგენა. საქართველო უძველეს კულტურასთან ერთად ახალ, თანამედროვე ღვინოებსაც გვთავაზობს, თეთრ მშრალს, ცოცხალ პეტ-ნატსა და მსუბუქ წითელ ღვინოებს, რომ არაფერი ვთქვათ ქარვისფერ ღვინოებზე”.

Wine Industry Advisor-ის სტატიაში ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემებზეც ვკითხულობთ: “შეერთებულ შტატებში ბოლო 6 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტმა 29%-იან ზრდას მიაღწია. ახლა აშშ-ში გატანილი ღვინოების რაოდენობა მილიონ ბოთლს აღემატება. იმის გამო, რომ ქართული ღვინოები სულ უფრო და უფრო სწრაფად იყიდება, აშშ-ში იმპორტირებიული ქართული ღვინის საშუალო ფასიც საკმაოდ მაღალია”.

თამარ მეტრეველი, საქართველოს ღვინის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეს ძალიან კარგი შანსია უფრო მეტმა გაიგოს საქართველოს შესახებ: “შეეთებულ შტატებში ასეთ მნიშვნელოვან აკადემიასთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს აშშ-ს უფრო დეტალურად წარმოვუდგინოთ ქართული მეღვინეობის ისტორია, კულტურა და ის, თუ რა ხდის ჩვენს ღვინოებს გამორჩეულს”

სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია Wines of Georgias-ს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. სტატიას კი დეტალურად Wine industry advisor-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული