Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ბადაგონი" უკრაინელ მოდელიერთან ერთად

უკრაინის მაღალი მოდის კვირეულზე, რომელიც 12-19 მარტს კიევში გაიმართა, კომპანია "ბადაგონი" ცნობილი უკრაინელი დიზაინერის, იულია აისინას პარტნიორად მოგვევლინა. დიზაინერმა, რომელიც მანამდე არც კი ყოფილა საქართველოში, 2009 წლის შემოდგომა-ზამთრის თემად ქართული ნაციონალური სამოსი აირჩია. ულვაშებმიწებებულმა და თავზე ფაფახდამხობილმა მოდელმა ქალბატონებმა კვირეულზე ნამდვილი ფურორი მოახდინეს. ჩვენება 15 მარტს გაიმართა და მას უკრაინის შოუბიზნესის ელიტა დაესწრო. სტუმართა შორის იყო უკრაინის ელჩი საქართველოში, გრიგოლ ქათამაძეც. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლიზა ბაგრატიონის თქმით, რომელიც კვირეულს უშუალოდ ესწრებოდა, ამ ფაქტმა ადგილობრივი მასმედიის დიდი ინტერესი გამოიწვია და კიდევ ერთხელ წამოწია  წინ ქართული თემატიკა. "მიუხედავად იმისა, რომ "ბადაგონის" ღვინოები უკრაინის ბაზარზე დიდი ხანია იყიდება და თავისი მომხმარებელიც ჰყავს, არ შეგვეძლო მონაწილეობა არ მიგვეღო იულიას ჩვენებაზე, რომელმაც ქართული თემატიკა ისე აირჩია, რომ ჩვენს ქვეყანაში არცკი ყოფილა," - თქვა მან  დეფილეს შემდეგ. ჩვენების დასასრულს "ბადაგონი" სტუმრებს მშრალი ღვინოებით, "საფერავითა" და "მანავით" გაუმასპინძლდა.

© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.