Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ბადაგონი" ახალი იმიჯით Prowein-სა და Vinitaly-ზე

ღვინის ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენა Prowein-ზე "ბადაგონი" წელს პირველად წარდგება. გამოფენა, რომელიც 29-31 მარტს დიუსელდორფში გაიმართება, 45 ქვეყნის 3100-ზე მეტ ღვინის კომპანიას უმასპინძლებს. 2-6 აპრილს კი კომპანია იტალიის ქალაქ ვერონაში, ასევე პრესტიჟულ Vinitaly-ზე წარადგენს თავის პროდუქციას. ამ გამოფენაში "ბადაგონი" უკვე მესამედ მონაწილეობს. გასულ წელს იგი წლის აღმოჩენად დაასახელეს.

ორივე გამოფენაზე კომპანია თავის ღვინოს სრულიად ახალი, სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის დამზადებული ეტიკეტებით წარადგენს. ევროპელ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება "ბადაგონის" ლოგოთი კომპანიის 8 სახეობის ღვინო დააგემოვნოს: "კახური წარჩინებული" (წითელი და თეთრი), საფერავი, ტრიონი, საფერავი როზე, რომელიც ჯერ საქართველოს ბაზარზე არ გამოსულა, ალავერდის მონასტრის მარანში ჩამოსხმული "ალავერდი" (თეთრი და წითელი) და სრულიად ახალი Gau N5 - ევროპისთვის სახელშეცვლილი ხვანჭკარა.
"რებრენდინგი ევროპის ბაზრისთვის განხორციელდა იტალიურ სადისტრიბუციო კომპანია "ჯანი სიმონატო ენდ პარტნერ"-თან ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც პასუხისმგებელია "ბადაგონის" ღვინოების ევროპის ბაზარზე გატანასა და გაყიდვაზე", - აცხადებს "ბადაგონის" გენერალური დირექტორი გიორგი სალაყაია. "ბადაგონს" ევროპისთვის განსხვავებული ლოგო და საიტი ექნება. 
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული