<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: გადაცემას დავიწყებთ ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ არსებული უახლესი მონაცემებით, რომელიც ჩვენ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა. ეს ინფორმაცია მოიცავს 2013 წლის პირველი ორი თვის მონაცემებს, რომელიც გასული წლის ამავე თვეების მონაცემებთანაა შედარებული. ექსპორტზე გასული ღვინის რაოდენობის მხრივ, პირველ სამეულში კვლავ რჩებიან უკრაინა, ყაზახეთი და ბელორუსია, სადაც გასულ წელთან შედარებით, ექსპორტის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ბელორუსია, სადაც 2013 წელს დაახლოებით 150 000 ბოთლით მეტი ქართული ღვინო შევიდა. ამავე სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში, გასული წლის ამავე თვეებისგან განსხვავებით, ქართული ღვინო საერთოდ არ შესულა თურქეთისა და შვეიცარიის ბაზარზე. გარდა ამისა, მკვეთრად შემცირდა ექსპორტი აზერბაიჯანის ღვინის ბაზარზე (დაახლოებით -38 პროცენტითაა შემცირებული), ასევე გერმანიის (-20%), იტალიის (-91%), აშშ-ს (-19%), კანადის (-85%), იაპონიისა (-33%) და ისრაელის (-43%) ბაზრებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ქართულმა ღვინომ კიდევ ერთ ახალი - ჰონკონგის ბაზარი აითვისა. საერთო ჯამში, 2012 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებისგან განსხვავებით, 2013 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა დაახლოებით 28%-ით მოიმატა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მალხაზი: ქვევრის ღვინის ქართველი მწარმოებლები, ქართულ ღვინოს 17 და 18 მარტს, ინგლისში, ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ. Real Wine Fear – ასე ქვია გამოფენას, რომელსაც სპეცილისტებისა და სომელიეების გარდა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული ღვინის მწარმოებლებიც დაესწრებიან. საქართველოდან ინგლისში სწორედ დღეს მიემგზავრებიან ქვევრის ღვინის მწარმოებლები - რამაზე ნიკოლაძე, იაგო ბიტარიშვილი, სოლიკო ცაიშვილი, გაიოზ სოფრომაძე, ნიკი ანთაზე, მალხაზ ჯაყელი, კახა ბერიშვილი და სხვები. იაგო ბიტარიშვილის თქმით, საგამოფენო სივრცეში მისული ადამიანები ქართულ სამზარეულოსაც გაეცნობიან. ამისათვის სპეციალურად საქართველოდან, მეღვინეებთან ერთად, კომპანია „ხოხბის ცრემლების“ მზარეულიც მიემგავზრება, რომელიც ქართულ კერძებს იქვე მოამზადებს და ღვინოსთან ერთად, კერძების გამოფენას უხელმძღვანელებს. თუ, რა მნიშვნელობა აქვს ამ გამოფენას ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის, ამის შესახებ რადიო „ცხელ შოკოლადს“ იაგო ბიტარიშვილი ესაუბრება:
„დღესდღეობით, ინგლისი მაინც ითვლება, ყველაზე თუ არა, ერთ-ერთ საინტერესო ბაზრად მსოფლიოში. ღვინის თითქმის ყველა მწარმოებელი ოცნებობს, რომ ინგლისის ბაზარზე მოხვდეს. აქედან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, რამდენიმე კომპანია, უკვე ვყიდით იქ ღვინოს და ეს ყველაფერი კიდევ უფრო უწყობს ხელს იმას, რომ გაყიდვები გაიზარდოს. “
ღონისძიების ორგანიზატორი ერიკ ნაირო საქართველოს 2010 წელს სტუმრობდა, რომელიც რამდენიმე ქართველი მწარმოებლის ღვინით დაინტერესდა. კონკრეტულად კი იაგოს ღვინით, ხოხბის ცრემლებისა და სოლიკო ცაიშვილის ღვინით, რის შემდეგაც მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც შეიტანა ის ინგლისის რამდენიმე რესტორანში. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ამ გამოფენაზე უფრო მეტი მწარმოებელი მიემგზავრება და ჩვენც მეტი შანსი გვაქვს რომ მეტად წარმოვაჩინოთ აქ წარმოებული ნატურალური ღვინო.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში ფალსიფიცირებული ქართული ღვინო გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის კლუბს ესტონეთიდან მიაწოდეს. ღვინის ბოთლებზე გარკვევით წერია, რომ მისი დასახელება “ქინძმალი” და “ხვანჭარკია”, რაც ხვდებით ალბათ, რომ ქართული ადგილწარმოშობის ღვინოების- ქინძმარაულისა და ხვანჭკარას დამახინჯებული სახელწოდებებია. ეტიკეტიდან ისიც ირკვევა, რომ ღვინოები ესპანეთშია დამზადებული. წარწერა ასეთია: “დამზადებულია ესპანეთში - სპეციალურად ესტონეთისთვის”. ფოტო, რომელიც ტალინში მცხოვრებმა ქართველმა გადაიღო, ღვინის კლუბის ფეისბუქის გვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნდა, რასაც ძალიან ვრცელი კომენტარები მოჰყვა მოქალეებისა და სპეცილისტებისგან. აღნიშნულ ფაქტს საქპატენტიც გამეხმაურა. მათი თქმით, ესტონეთში ქართული ღვინის ფალსიფიკაციის შესახებ ისინი საქმის კურსში არიან. მათ პრობლემის მოგვარების მიზნით ესტონეთში საქართველოს საელჩოსაც მიმართეს, რომლებიც პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მთავრობის დონეზე ცდილობენ, თუმცა როგორც საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა შანიძემ აღნიშნა, კონტრაფაქტულ პროდუქციასთან ბრძოლა ესტონეთის მთავრობის ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
<ტიხარი. სტუმარი>
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, შეგახსენებთ ეთერშია გადაცემა „ღვინის გზამკვლევი“, 98.5 ეფემზე... რადიო ცხელი შოკოლადი. ქართული ღვინის ტურისტული ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება ღვინის ტურიზმის მეხუთე საერთაშორისო კონფერენაციაში მონაწილეობით, რომელიც ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში 15 და 16 მარტს გაიმართება. ამ კონფერენციაზე მოხსენებას ორი ქართველი მონაწილე წაიკითხავს. ერთ-ერთი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომამადგენელი - ია თაბაგარი გახლავთ, მეორე კი ირაკლი ჩოლობარგია, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენს. აღნიშნულ ღონისძიებაზე, სამეცნიერო მოხსენებების გარდა, ვორქშოფები, ლექციები და დეგუსტაციებიც ეწყობა. ქართველი მომხსენებლების შემედეგ, ღონისძიებას ქართული ღვინის დეგუსტაცია დახურავს, რომელშიც მონაწილეობას „შატო მუხრანის“ საფერავი, „კონდოლის ვენახების“ რქაწითელი, ალავერდის მონასტრის „ქისი“ და შუმის ქინძმარაული მიიღებენ. ღვინოსთან ერთად ქართული სამზარეულოც იქნება წარმოდგენილი. ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერეციის ოქროს სპონსორი სწორედ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახლავთ. როგორც კონფერენციის პროგრამაში წერია, მომავალ წელს ამ კონფერენციის მასპინძელი საქართველო იქნება.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მალხაზი: ახლა რამდენიმე საინტერესო ღონისძიების შესახებ გაგიზიარებთ ინფორმაციას. ყურადღებით მოისმინეთ, წინ ღვინის თემით დაინტერესებულ ადამიანებს საინტერესო კვირა ელით.
19 მარტს, ღვინის კლუბში ენოლოგი ნუგზარ ქსოვრელი დეტალურად მიმოიხილავს თემას, რომელიც ღვინის ტიპურობას ეხება. რას გულისხობს ზოგადად ღვინის ტიპურობა და როგორია კონკრეტული ღვინოების ტიპური ნიშნები? შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის ლექციები ღვინის კლუბის ორგანიზებით ტარდება ხოლმე თვეში ორჯერ, 2009 წლიდან. 19 მარტსაც, როგორც ყოველთვის, ღვინის კლუბის ლექციაზე დასწრება ყველას შეეძლება. ლექცია გუდიაშვილის 7 ნომერში, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიმართება.
აქვე კიდევ ერთხელ შეგასენებთ ღვინის კლუბის უფასო ტრენინგების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ღვინის განათლების ხელშეწყობას და უშუალოდ ამ სფროში დასაქმებული ადამიანების - მეღვინეების, მევენახეებისთვის, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებისთვის, მარკეტოლოგებისა და ჟურნალისტებისთვის ამომწურავი და ობიექტური ცოდნის მიწოდებას. ჩვენ ამ თემას წინა გადაცემა მივუძღვენით და უფრო დეტალური ინფორმაცია სწორედ ჩანაწერიდან შეგიძლიათ მიიღოთ. მე გეტყვით, რომ ეს ტრენინგები 20 და 21 მარტს კახეთიდან, წინანდლის ღვინის სკოლიდან დაიწყება და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. თუ გსურთ ტრენინგებში მონაწიელობა ეწვიეთ ჩვენი გადაცემისა და ღვინის კლუბის გვერდებს ფეისბუქზე. ტრენინგების სპონსორია ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<
<ტიხარი. სალომეს სიუჟეტი>
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კუთვნილი კომპანიის ღვინო რეკორდული სიჩქარით იყიდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა დეკანტერი წერს. მისი ინფორმაციით, გასული კვირას, “მირავალ როზეს” 6000 ბოთლი, ინტერნეტით სულ რაღაც 5 საათში გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ მისი ფასი საკმაოდ სოლიდურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ბოთლი “მირავალის” ფასი - 105 ევროს შეადგენს. კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე კომპანიის მიერ შეკვეთების მიღება დროებით დასრულებულია. ჯოლი-პიტის პროდუქცია არა მხოლოდ ინდივიდუალურად გაიყიდა, არამედ მისი დამკვეთები რესტორნებისა და ბარების ქსელებიც გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ღვინის ბიზნესი 2008 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც, მათ 40 მილიონ ევროდ, პროვანსის რეგიონში 60 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი შეიძინეს. მათ “შატო მირავალის” ხელმძღვანელობა ფრანგი მეღვინეების ოჯახთან - პერინებთან ერთად დაიწყეს. ისინი საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონების - რონის ხეობასა და შატონეფ-დუ-პაპის რეგიონში მდებარე შატოების მფლობელებიც არიან.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში აისვაინი გამოჩნა. მისი დამზადების იდეა ავსტრალიელ მეღვინეს, კლაივ ოტოს გაუჩნდა, რომელიც ღვინოს გაყინული ყურძნისგან აყენებს. ტრადიციულად, “ყინულის ღვინოს” ცენტრალური ევროპის ცივ რეგიონებში და კანადაში ამზადებენ. ოტო კი თავის ქვეყანაში განსაკუთრებული სტილის ღვინოს გვიანი შარდონესაგან ამზადებს. მოკრეფილ ვაზს ის წინა ღამით მინუს თექვსმეტ გრადუს ტემპერატურაზე ყინავს. ავსტრალიელი მეღვინე ამ პროცესში აღმოჩენილ თავისებურებებზე საუბრობს, რომელიც პირველ რიგში ტემპერატურის მომატებასა და შაქრის შემცველობის ზრდის პროცესებს შორის არსებულ პირდაპირპროპორციულობას უსვამს ხაზს.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მალხაზი: წითელი ღვინო არა მარტო გულს, არამედ სმენასაც რგებს.საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ზომიერი რაოდენობით წითელი ღვინო გულის დაავადებებისგან იცავს. დეტროიტში მდებარე ჰენრი ფორდის საავადმყოფოს მეცნიერებმა ახლახან კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს და განაცხადეს, რომ წითელ ღვინოს შეუძლია სმენის დაკარგვისგანაც დაგვაზღვიოს. აღმოჩნდა, რომ ნივთიერება რეზვერატროლი, რომელიც ყურძნის შემადგენლობაში (და შესაბამისად, ღვინოშიც) შედის, დადებითად მოქმედებს სმენაზეც. რეზვერატროლი ანეიტრალებს ხმაურისგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებს და ამცირებს სმენის დაქვეითების რისკს.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: კონიაკის სახლი Rémy Martinბაზარზე ახალ შედევრს – ძვირფას ბოთლში ჩამოსხმულ კონიაკ Louis XIII Rare Cask 42,6-ს გამოიტანს. კონიაკი კომპანიის მთავარი ოსტატის – პიერეტ ტრიშეს მიერაა დაყენებული და ლიმიტირებული რაოდენობით – მხოლოდ 738 ეგზემპლარი ჩამოსხმება. რარიტეტული კონიაკი ლეგენდარული Baccarat-ს შავი ბროლის ბოთლებშია ჩამოსხმული, რომელთა დამზადებაზეც ოცი გამოცდილი ოსტატი მუშაობდა. ბოთლის ყელი ვარდისფერი ოქროთია მოვარაყებული, საცობი კი შავი ბროლისაა. ამ უძვირფასესი კონიაკის თითოეული ეგზემპლარი 23 ათასი დოლარი ეღირება. სასმელს ივნისში გამოიტანენ გასაყიდად, თავდაპირველად ლონდონის The Arts Club-ში, ხოლო სექტემბრიდან კი Harrods-ისა და Hedonism Wines-ის დახლებზეც გამოჩნდება.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სალომე: რას წაიკითხავთ “მარანის” ახალ ნომერში, რომელიც დღეს გამოვიდა:
ერთ-ერთი მთავარი თემა ღვინის დარგში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეხება. სტატია, სახელწოდებით “ღვინის გზა”, მცირე ოჯახური მარნების და იქ არსებული ტურისტული აქტივობების შესახებ უყვება მკითხველს. სტატიის პირველი ნაწილი 2 კვირის წინ გამოქვეყნდა,და პუბლიკაციები კიდევ გაგრძელდება, მომდევნო ნომრებში. კონკრეტულად ამ ნომერში სტატიის ავტორი რაჭველი გოგი მარგველიძის, გურული თემურ შარაშიძის, აჭარაში მცხოვრები ლადო შავიშვილისა და კახელი გოდერძი გონაშვილის საოჯახი მარნებს გაგაცნობთ. “მარანის” ამავე ნომერში წაიკითხავთ ლევან სეფისკვერაძის სტატიას ყველაზე ცნობილი იმერული საღვინე ჯიშის,ოცხანური საფერეს შესახებ. ენოლოგი გიორგი სამანიშვილი კი, მეღვინეობის ახალი მიმართულების,ორგანული მეღვინეობის შესახებ წერს. სტატიაში ის ამ ტერმინის ზუსტ განმარტებას და მის ტექნოლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს. “მარანის” ბოლო გვერდი შემეცნებითია, აქ თქვენ ღვინვორდი და უგემრიელესი კერძების რეცეპტები დაგხვდებათ.
მარანის შეძენა დღეიდან უკვე შესაძლებელია. ის ყოველკვირეული გამოცემის ვიქენდის დამატებაა და პრესის ჯიხურებში მასთან ერთად შეგიძლიათ მოიკითხოთ.
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
თქვენი კომენტარი