საჭირო მასალა: 150 მლ ძმარი ბალზამიკო, 150 მლ ბულიონი, 4 ცალი წითელი ხახვი, 650 გ ძროხის ღვიძლი, 3 ს.კ. ზეთი, 4 ღერი ნედლი ან დაფქული თავშავა, 3 ცალი მჟავე ვაშლი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: ბალზამიკო და ბულიონი პატარა ქვაბში წამოვადუღოთ. როდესაც 1/3 დააშრება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევინახოთ. ხახვი თხელ რგოლებად დავჭრათ. ღვიძლს გადავაცალოთ აპკი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ღვიძლი ორივე მხრიდან შევწვათ მაღალ ცეცხლზე. მოვაყაროთ თავშავა, შემდეგ გადავიტანოთ საცხობ ფურცელზე და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. სანამ ღვიძლი შეიწვება, ვაშლი გავრეცხოთ, გული ამოვაჭრათ და რგოლებად დავჭრათ. ვაშლი გაცხელებულ ზეთში 1-2 წუთის განმავლობაში შევწვათ. ბოლოს დავუმატოთ ხახვი 5-6 წუთის განმავლობაში ერთად ვშუშოთ. მოვყაროთ მარილი და პილპილი. ღვიძლის მომზადებამდე 4-5 წუთით ადრე მოშუშული ვაშლი ღვიძლს დავადოთ. მზა კერძს სუფრაზე მიტანის წინ ბალზამიკოს სოუსი მოვასხათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი