Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წითელი ხორნაბუჯული, დანო, 2017

სტილი: ვარდისფერი მშრალი კლასიკური

ადგილი: კახეთი, სიღნაღი, ხორნაბუჯი           

ჯიში: კაბერნე სოვინონი (40%), საფერავი (30%), პინო ნუარი (30%)

ალკოჰოლი:11%

ფერი: მკრთალი ძოწისფერი

სურნელი: წითელი კენკრის ძალზე ეფექტური არომატები, სადაც პირველ რიგში წითელ მოცხარს ამოიცნობთ. ასევე ხასიათდება კოწახურისა და ველური შინდის ტონებით.

გემო: სასიამოვნო მჟავიანობის თხელი,

კერძი: პაშტეტები, ძეხვეული, მსუბუქი სალათები, საზაფხულო ხილი

მიტანის ტემპერატურა: 12–14°

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ღვინო არ გამისინჯავს, აღწერის მიხედვით კარგი უნდა იყოს, მაგრამ ხორნაბუჯი როდის აქეთ არის სიღნაღის რაიონში? :)


მადლობა შენიშვნისთვის. ჩავასწორეთ :)


სოფელი ხორნაბუჯი დედოფლისწყაროს რაიონშიც არის და სიღნაღის რაიონშიც, სიღნაღში უფრო ადრე იყო ეგ სოფელი, 6-7 წლის წინ დედოფლისწყაროში სოფელ წითელწყაროს დაარქვეს ასევე ხორნაბუჯი


მართალი ბრძანდებით, ლევან! ოღონდაც ღვინის ბოთლის ეტიკეტზე დატანილი ციხე-სიმაგრე ხორნაბუჯია, რომელიც ~1600 წელია მდებარეობს ტერიტორიაზე რომელიც ახლა დედოფლისწყაროს რაიონშია(მუნიციპალიტეტში) და ალბათ ღვინოც მანდედან არის


ღვინო ნაწარმოებია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში. სოფელი დაარსდა 1989 წელს და მაგ დროს დედოფლისწყაროს ხორნაბუჯს ერქვა სოფელი წითელიწყარო.დიდი პატივისცემის მიუხედავათ ყოფილ წითელწყაროში ვენახი თუ არ ვცდები არავის აქვს.ადმინისტრატორს ვთხოვ რომ შეასწოროს და სიღნაღის ხორნაბუჯი მიუთითოს.


სოფელი ხორნაბუჯი არის სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ხორნაბუჯის ციხის ძირში.ეს ღვინო ზუსტად აქედან გახლავთ :-)


ასე დაბეჯითებით კი იმიტომ ვამბობ, რომ ღვინო ჩვენი დაყენებულია და სიღნაღის ხორნაბუჯში ვცხოვრობ დაარსების დღიდან.


მადლობა ღვინის კლუბს ყველა იმ კარგი საქმისათვის რასაც აკეთებთ ქართული ღვინისთვის. ერთი მაგრად გაგიმარჯოთ! :-)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული