Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უსახელოური – ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიში

22 დეკემბერს "საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების" დარბაზში "ღვინის კლუბის" მორიგი ლექცია უნიკალურ ქართულ ვაზის ჯიშს უსახელოურს და ამავე დასახელების ღვინოს მიეძღვნა. კომპანია "უსახელაურის ვენახების" მფლობელის, პაატა შარაშენიძის ლექცია: "უსახელოური – ლეგენდა და პერსპექტივები" დეგუსტაციით დასრულდა. "ღვინის კლუბის" წევრებს და სტუმრებს ღვინო ძალიან მოეწონათ და მის განსაკუთრებულ თვისებებზე ლექციის შემდეგაც დიდხანს საუბრობდნენ.
წითელყურძნიანი ვაზის ჯიში - უსახელოური ლეჩხუმის საკუთრებაა. უმაღლესი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო მიიღება ცაგერის რაიონის სოფლების - ოყურეშის, ზუბის და ისუნდერის ვენახებიდან დაკრეფილი უსახელოურისგან. 
კომპანია "უსახელაურის ვენახები" ოყურეშში საერთო ჯამში სხვადასხვა ასაკის 3 ჰექტარ უსახელოურის ვენახს ფლობს. პაატა შარაშენიძის თქმით, ვაზის ეს ჯიში მცირე მოსავლიანობით გამოირჩევა, პირველ სრულყოფილ მოსავალს 7 წლის შემდეგ იძლევა. ვენახები გაშენებულია ისეთ დაფერდებულ ადგილებზე, სადაც ზოგან გლეხები ბაწრებით ჩაბმულები თოხნიან. მთელი ფართობი ბარით და თოხით, ყოველგვარი მექანიზაციის გარეშე მუშავდება. ღვინოსთვის ხელით გადარჩეული ყურძენი იწურება. 
დასახელებული ფაქტორების გამო "უსახელაურის ვენახების" ღვინო საკმაოდ ძვირია. ბოლო დრომდე ჰიპერმარკეტ "გუდვილში" იგი 115-120 ლარად იყიდებოდა (კომპანიის ფასი: 70 ლარი). ამჟამად კი 75-80 ლარამდე გაიაფდა (კომპანიის ფასი: 48 ლარი). პაატა შარაშენიძის თქმით, 2010 წლის მოსავლის "უსახელაური" კიდევ გაიაფდება, რაც "უსახელაურის ვენახების" ზვრების მოსავლიანობის გაზრდას უკავშირდება. 
© ღვინის კლუბი/vinoge.com


სწორეთ შარაშენიძის უსახელაურმა იფეთქა და გამოასხა. ოლო ის რაც დარჩა ბოთლში, ვერანაირ დამსახურებას ვერ მოიპოვებდა. ეს იყო მდუღარე სითხე. მე სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ბოთლი შევინახე როგორც ძეგლი მწარმოებელის უნამუსობისა. Никому не советую покупать вино Усахелаури производитедя Шарашенидзе. Это жидкость, которая находится в бродящем процессе, она выбьет пробку и вытечет. Вы останетесь ни с чем. А затратите немало денег. Право, опыт того не стоит. I have very bed experience w/Usakhelauri vine ( producer Sharashenidze) and don`t advice to buy it. You only waste ab.100 lari and impression ab. Georgian vine.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.