Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინგლისური საუზმე ნაბახუსევს შველის

ნაბახუსევი, რომელიც ბევრ ადამიანს უქმნის სერიოზულ დისკომფორტს, შეიძლება ნახშირწყლებით მდიდარი საუზმით შევიმსუბუქოთ, - ასე თვლის ბრიტანელი მეცნიერი, კილის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ სტივენსი. ასეთი საუზმის საუკეთესო ნიმუშია ტრადიციული ინგლისური საუზმე, რომელიც შემწვარი ბეკონის, სოსისის, ერბოკვერცხის, ლობიოსა და გახუხული პურისგან შედგება. ნახშირწყლები ხელს უწყობს ორგანიზმში შაქრის დონის ამაღლებას და ხსნის ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზისგან გამოწვეულ დისკომფორტს. პროფესორ სტივენსის განმარტებით, ნაბახუსევის მოსახსნელად ყველაზე გამართლებულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც ორგანიზმს გლუკოზით მოამარაგებს, რადგან ნაბახუსევი მეტაბოლიზმის დარღვევასთან და შაქრის დონის დაწევასთან არის კავშირში.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული