საჭირო მასალა: 2 ს.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. კარაქი, 6 ცალი ტკბილი წიწაკა, 2 თავი ხახვი, 4-5 კბილი ნიორი, 3 ცალი ქათმის მკერდი, 1/4¼ჭიქა პაპრიკა, 3 ცალი ქათმის ბულიონის კუბიკი, 0,5 ჩ.კ. კამის თესლი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი – გემოვნებით, არაჟანი – სერვირებისთვის.
მომზადება: გაცხელებულ ზეთში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 5-6 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და 1-2 წუთი კიდევ ვშუშოთ. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა და განვაგრძოთ მზადება. 7-8 წუთში დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი, კუბებად დაჭრილი ქათმის ხორცი და კიდევ 2-3 წუთი ვშუშოთ. ინგრედიენტებს დავუმატოთ პაპრიკა, დაფქული კამის თესლი, ბულიონის კუბები, დაფნის ფოთოლი და დაფქული პილპილი. დავასხათ დაახლოებით 4 ჭიქა წყალი და საშუალო ცეცლხზე ვხარშოთ. თუ სითხე ნაკლები იქნება, დავუმატოთ წყალი. მზა წვნიანი შევანელოთ მარილით და სუფრაზე არაჟანთან ერთად მივიტანოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი