Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული სადღეგრძელოების პოლონური კრებული

რამდენიმე დღის წინ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული სადღეგრძელოების პირველი კრებული ,,ქართული სადღეგრძელოები – მსოფლიო ნადიმის მივიწყებული ხელოვნება” (TOASTY GRUZIŃSKIE ZAPOMNIANA SZTUKA ŚWIATOWEJ BIESIADY) გამოვიდა.

წიგნის ავტორი გახლავთ გიორგი მაღლაკელიძე, რომელიც უკვე 10 წელია, პოლონეთში ცხოვრობს. გიორგის თქმით, მას ხშირად უწევდა სხვადასხვა წვეულებებზე დასწრება და როგორც ქართველს, თამადობასაც სთხოვდნენ ხოლმე. პოლონელები მოიხიბლნენ თამადობისა და სადღეგრძელოების წარმოთქმის ქართული ტრადიციით, რამაც გიორგის სადღეგრძელოების ერთად თავმოყრა და წიგნად გამოცემა გადააწყვეტინა. სადღეგრძელოების შეგროვებას, თარგმნას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს ორწლიანი მუშაობა დაჭირდა. კრებულში სულ 56 ტრადიციული ქართული სადღეგრძელოა შესული. წიგნის გაფორმება ავტორმა საქართველოზე შეყვარებულ მხატვარს, ანა კულაკს მიანდო. მხატვარმა ქართულ თემატიკაზე 200 ილუსტრაცია შექმნა, მათგან წიგნში 80 ილუსტრაცია შევიდა. თავდაპირველად კრებულის 500 ეგზემპლარის გამოცემა იგეგმებოდა, მაგრამ ფირმა ,,მარანის” კეთილი ნების წყალობით წიგნის ტირაჟი 1000-მდე გაიზარდა. გიორგი მაღლაკელიძე იმედოვნებს, რომ ეს წიგნი კიდევ უფრო გააღრმავებს ქართველ და პოლონელ ხალხთა მეგობრობას, მათ დაინტერესებას ჩვენი ტრადიციებისადმი, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“


ეს წიგნი თუ მინდა, რომ მქონდეს, რა უნდა გავაკეთო ამისთვის? იქნებ, მომწეროთ. მადლობა.


სად შეიძლება შევიძინო ქართული სადღეგრძელოების პოლონური კრებული? საქართველოში ან პოლონეთში? ის მინდა გავუგზავნო ჩემს პოლონელ მეგობრებს,ისინი პოზნანიდან(ქუთაისის მეგობარი ქალაქი) არიან.გმადლობთ.


სად შეიძლება შევიძინე ეს წიგნი? მადლობა წინასწარ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული