Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის Luxury Hotel-ი პარიზში

ფუფუნების საგნების ცნობილი მწარმოებელი კომპანია LVMH- ის ჯგუფი გეგმავს პარიზში გახსნას Cheval Blanc-ის ქსელის ახალი სასტუმრო. ამ ფორმით იგი აგრძელებს თავისი სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის გაფართოებას, რომლის სახელწოდებაც სენტ-ემილიონის სახელგანთქმული ღვინის მწარმოებელი მეურნეობის Chateau Cheval Blanc-ის კონცერნის სახელს უკავშირდება. სასტუმროს გახსნა 2014 წელს პარიზის ცნობილ უნივერმაღშიLa Samaritaine-ში იგეგმება, რომელიც ლუვრის გვერდით მდებარეობს. ეს სავაჭრო ცენტრი ჯერ კიდევ 2005 წელს დაიხურა და პარიზის მერიამ მხოლოდ ახლახან მიიღო მისი რეკონსტრუქციის გეგმა. LVMH- ი შენობის რეკონსტრუქციასა და აღჭურვილობაში 450 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. პროექტის მიხედვით შენობაში განთავსდება მრავალი ბუტიკი, ოფისი, საკონცერტო დარბაზი, ჰიპერმარკეტი და აგრეთვე სასტუმრო Chateau Cheval Blanc-ი. სასტუმროს ექნება 80 ნომერი 14 000 კვ.მ. საერთო ფართით. იგი განკუთვნილია შეძლებული ფენისთვის, ვინაიდან ერთი ღამის გათენების საფასური იწყება 1000 ევროდან. სასტუმროსთან ერთად იმუშავებს აგრეთვე ელიტური რესტორანიც.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული