Food Fun Travel ორი მოგზაურის ვებგვერდია, რომლებიც დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაფუძნდნენ, დაქორწინდნენ და ტურ კომპანიაც გახსნეს. ტომ უილიამსი სომელიე და ღვინის ექსპერტია, რომელიც უკვე 200-ზე მეტ ღვინის მარანს ესტუმრა საქართველოში. როგორც მათ გვერდზე ვკითხულობთ, შაბათს მთლიანობაში 34 მწარმოებლის 75 ღვინო დააჭაშნიკეს: “თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უმრავლესობა კარგი ღვინო იყო. ეს ის ღვინოებია, რომლებსაც, ობიექტურად შეგვიძლია ვთქავთ, რომ ისეთი თვისებები აქვთ, რაც მათ წარმატებულს და რჩეულს ნამდვილად ხდის. ყველას განსხვავებული და სასიამოვნო მახასიათებლები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისას ვცდილობთ მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ, ფესტივალის გარემო არ არის იდეალური დეგუსტაციისთვის.”
ქვემოთ ჩამოვლილი ღვინოების უმრავლესობა საუკეთესოთა სიაში შედის. როგორც ავტორი ამბობს, ღვინოებს შორის ისეთებიცაა, რომლებიც კარგიდან შესანიშნავამდე შეფასებას და ასევე განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს: “ ჩემი "პირადი საუკეთესო არჩევანი" არის ის ღვინოები, რომლებიც ვგრძნობდი, რომ საუკეთესო და ამავდროულად მე ჩემი გემოვნებით განსაკუთრებულია”.
-
ზოდი მეღვინეობა (იმერეთი) – ცოლიკოური 2023 (მშრალი, ქვევრი, 10% ტყავი) - ღვინოში იგრძობდით ხალისიან არომატებს, ტროპიკულ ხილის ნოტებსა და ხმელი თივის სურნელებას,
-
მეღვინეობა “საღარაძე” (რაჭა) – საფერავი (80%) / საფერავი ბუდეშური (20%) 2023 ( კახეთში მოყვანილი ყურძენი) - ინტენსიური ღვინოა ინტენსიური არომატებითა და შეფერილობით
-
დების ღვინო (კახეთი) – მწვანე 2023 (მშრალი, ქვევრი) -
-
ბოსტოღანა (კახეთი) – საფერავი 2022 (მშრალი)
-
“ნასრაშვილების საოჯახო მეღვინეობა” (კახეთი)
-
ქისი 2022 (მშრალი, ქვევრი)
-
ბუდეშური 2022 (მშრალი) – პირადი საუკეთესო არჩევანი, განსაკუთრებული არომატებით გამორჩეული.
-
-
“ტოგონიძის ღვინო” (კახეთი)
-
მწვანე 2016 (მშრალი, ქვევრი)
-
საფერავი 2022 (ნახევრად მშრალი) – პერსონალური საუკეთესო არჩევანი
-
-
“ლავინა” (ქართლი) – თავკვერი 2023 (მშრალი, ქვევრი)
-
Vivere Wine (შიდა ქართლი) – ჩინური (50% / გორული მწვანე (50%) Pet-Nat 2023 (ნახევრად მშრალი)
-
ბაადური (იმერეთი) – ქვიშხური 2022 (მშრალი,) – “იშვიათი ყურძენი, საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ განვითარება სჭირდება მომავალი რთველისთვის. ენთუზიასტებისთვის, რომლებიც ეძებენ იშვიათ ღვინოებსა და არომატებს, აუცილებლად გასასინჯი ღვინოა!"
-
“შალოს მარანი” (ბოლნისი) – ალექსანდროული (60%) / მუჯერეთული (40%) 2023 (მშრალი) – ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ დაძველების დიდი პოტენციალის მქონეა. თუმცა წელსაც ძალიან ხალისიანი ღვინოა. ეს რაჭული ყურძენი ამ შემთხვევაში ბოლნისში მოჰყავთ.
-
“ზანგაურა” (კახეთი)
-
გვიანი ნაზავი 2022 (მშრალი, 1 თვე ჭაჭა) – პერსონალური არჩევანი – 27 ჯიშის ყურძნის ნაზავი მთელი საქართველოდან, მაგრამ დარგული/მოკრეფილი კახეთში ზანგაურას საკუთარ ვენახში.
-
საფერავი 2018 (მშრალი)
-
-
“ნაფერი” (შიდა ქართლი / კახეთი) – მწვანე 2022 (მშრალი)
-
“აგიდელა” (შიდა ქართლი)
-
გორული მწვანე 2023 (მშრალი)
-
Sauvignon Blanc 2023 (მშრალი) – პირადი საუკეთესო არჩევანი
-
-
"კარდენახი 1888" (კახეთი)
-
მწვანე 2022 (მშრალი, ქვევრი)
-
წარაფი 2020 (მშრალი, ქვევრი)
-
მუსკატი 2021 (მშრალი, ევრო)
-
-
"ღვინო მოსავალი" (შიდა ქართლი) – საფერავი შემაგრებული 2017 (ნახევრად ტკბილი, ქვევრის)
-
ბაიას ღვინოები (იმერეთი) – ცოლიკოური 2023 (მშრალი, ქვევრი)
ღვინოების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ მათსავე ვებგვერდზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი